ონლაინ სემინარი: მედიკამენტების ფასები და ხელმისაწვდომობა საქართველოში

7 სექტემბერს,  13 საათზე საერთაშორისო ფონდი კურაციო ვებინარის* ფორმატით  წარადგენს მედიკამენტების ფასებისა და ხელმისაწვდომობის კვლევის შედეგებს, რომელიც 2016 წლის ივნისში გამოქვეყნდა.

კვლევის პრეზენტაციას წარადგენს ფონდი კურაციოს აღმასრულებელი დირექტორი და ჯანდაცვის სისტემების ექსპერტი გიორგი გოცაძე.

ვებინარის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება ორ მნიშვნელოვან საკითხზე : 1. როგორია გენერიული და ბრენდული მედიკამენტების ფიზიკური ხელმისაწვდომობა საქართველოში და რა გავლენა აქვს ამ ფაქტორს მოსახლეობის მკურნალობის ხარჯებზე; 2. როგორ უპასუხა ქართულმა ფარმაცევტულმა სექტორმა რეცეპტების შემოღების რეფორმას.

ბოლო 30 წუთის განმავლობაში ბ-ნ გიორგი გოცაძე პასუხს გაგცემთ ონლაინ რეჟიმში დასმულ  შეკითხვებზე.

ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე: https://attendee.gotowebinar.com/register/280622131954782466

გთხოვთ წინასწარ გაეცნოთ კვლევას და მოგვწეროთ თქვენი ინტერესების შესახებ, რათა თქვენთვის საინტერესო საკითხის განხილვას მეტი დრო დაეთმოს.

ვიდეო-კომენტარები კვლევის ირგვლივ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

*ვებინარი – ონლაინ სემინარი. ვებინარის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

Please follow and like us: