საერთაშორისო ფონდი კურაციო თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებს

საერთაშორისო ფონდი კურაციოს ინტერნატურის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ სტუდენტს მიეცემა. ფონდის პრეზიდენტმა ქეთევან ჩხატარაშვილმა, თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა ვატო ლეჟავამ და აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება უნივერსიტეტებსა და საერთაშორისო ფონდ კურაციოს შორის ერთობლივი პროგრამების განხორციელება. სტუდენტები ჩართვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, რაც მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 
ფონდი კურაციოს ინტერნატურის პროგრამა 2002 წლიდან ფუნქციონირებს და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობერივი, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები, როგორებიცაა: ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი,იელის უნივერსიტეტი, მაკალისტერის კოლეჯი, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა,ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი,  და ა.შ.

Latest News