ახალი საპილოტე ინტერვენცია საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის გამოსავლების გასაუმჯობესებლად

2019 წლის პირველ ივლისს საქართველოში დაიწყო ახალი საპილოტე ინტერვენცია
ტუბერკულოზის სერვისის მიწოდებაში. პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს ტუბერკულოზის მკურნალობაზე დამყოლობა და გამოსავლები, ახალი ინტერვენციის პაკეტი მოიცავს ტუბერკულოზის მკურნალობის ინტერგრირებას პირველად ჯანდაცვაში და შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის დანერგვას სერვისის მიმწოდებლებში.

საპილოტე პროგრამა ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მისი განამხორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საპილოტე პროგრამა მიმდინარეობს 10 სამედიციო დაწესებულებაში ქვეყნის მაშტაბით, რომლებიც განსხვავებულები არიან ადგილმდებარეობის და კერძო ან საჯარო მფლობების მიხედვით და გაგრძელდება 24 თვე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს პროგრამის ადმინისტრირებას და კვარტალურად გასცემს ბონუსებს დაწესებულებებისთვის მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

საერთაშორისო ფონდი კურაციო, დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (დიდი ბრიტანეთი) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან (ბელგია) ერთად შეისწავლის ზემოთ აღნიშნული პროგრამის გავლენას, ხარჯთ ეფექტურობას და მისი დანერგვის შესაძლებლობას. ჯანდაცვის სისტემების ერთობლივი კვლევის ინიციატივის საშუალებით, კვლევით პროექტს აფინანსებს: საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი  (DFID), ეკონომიკისა და სოციალური კვლევის საბჭო  (ESRC), სამედიცინო კვლევების საბჭო (MRC) და სამეცნიერო ფონდი Wellcome Trust (WT). კვლევის შედეგები მოახდენს პოლიტიკის შემქმნელების ინფორმირებას საქართველოში და ხელს შეუწყობს შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის ტუბერკულოზში და ზოგადად ჯანდაცვაში დანერგვის შესახებს დებატებს, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.

გაეცანით პროექტთან დაკავშირებულ სიახლეებს და მიიღეთ მეტი ინფორმაცია
საერთაშორისო ფონდი კურაციოს და პროექტის ვებ-გვერდებზე.

ახალი ამბები