ნატალია გორდეზიანი
PMP, პროექტების მართვის მაგისტრი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი

ნატალია გორდეზიანი საერთაშორისო პროექტებში მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე სეციალისტია. წლების მანძილზე (1997 – 2004 წწ) ნატალია მსოფლიო ბანკის სასამართლო რეფორმის პროექტის მენეჯერი იყო, 2005 წლიდან კი აქტიურად ჩაება ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმების მხარდამჭერ პროექტებში: 2005-2007 წლებში იყო მსოფლიო ბანკის პირველადი ჯანდაცვის პროექტის კოორდინატორი; 2008 წლიდან კი – ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის მენეჯერი. 2006 წლამდე ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას გამოთვლითი მათემატიკის დარგში. იგი არის 14 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ნატალია გორდეზიანი საერთაშორისო ფონდი კურაციოს თანამშრომელი 2011 წლის აპრილიდან არის. 2017 წელს ნატალია გახდა პროექტების მართვის ინსტიტუტის (PMI) მიერ სერტიფიცირებული მართვის პროფესიონალი (PMP).

Linkedin  | ResearchGate