ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი XIV ტალღა ჯანდაცვის სექტორის ფინანსური სტაბილურობისა და რისკების შეფასება

საერთაშორისო ფონდი კურაციო აქვეყნებს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის ახალ მეთოთხმეტე ტალღას რომელიც  საქართველოს  ჯანდაცვის სექტორის ფინანსური მდგომარეობისა და რისკების შეფასების ანალიზს შეიცავს. ახალი ბარომეტრი მომზადებულია საერთაშორისო ფონდ კურაციოსა და გალტ & თაგარტის თანამშრომლობის ფარგლებში. ვიმედოვნებთ, რომ ანალიზში დასმული აქცენტები სასარგებლოიქნება დაინტერესებული მხარეებისთვის და ხელს შეუწყობს სექტორში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებას.

ჯანდაცვის სექტორის ფინანსური სტაბილურობისა და რისკების შეფასების დოკუმენტი დაყოფილია ოთხ ძირითად ნაწილად: ჯანდაცვის სექტორის დაფინანსება და ეფექტურობა, სექტორის მიმდინარე გამოწვევები, ჯანდაცვის სექტორის დავალიანება და ფინანსური სტაბილურობა,სამედიცინო კომპანიების ფინანსური ანალიზი. ინფორმაცია, რომელიც ზემოთ აღნიშნულ მიმართულებებში არის წარმოდგენილი ეფუძნება 2014-2020 წლებში  სახელმწიფო უწყებებისა და სხვა ორგანიზაციების მიერ საჯარო სივრცეში განთავსებულ ინფორმაციას.

დოკუმენტი ხაზს უსვამს ჯანდაცვის სექტორში არსებულ ფინანსურ რისკებს, რომელთა აღმოსაფხვრელად  აუცილებელია ინტერსექტორალური დიალოგი მხარეებს შორის.

სრული დოკუმენტი იხილეთ აქ.

ახალი ამბები