გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია

2021 წლის 27 დეკემბერს, საერთაშორისო ფონდმა კურაციომ გამართა  გაფართოებული სამუშაო შეხვედრა, სადაც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ერთად განიხილა დოკუმენტი: „გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა: მედიკამენტების ფასების რეგულირების შესაძლო მექანიზმი საქართველოსთვის – საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვა“, რომელიც მიმოიხილავს საერთაშორისო პრაქტიკას და სამეცნიერო მტკიცეულებებს. დოკუმენტი მომზადებულია ფონდი კურაციოს და მისი სტრატეგიული სასტიპენდიო პროგრამის მონაწილეების მიერ.

შეხვედრას ესწრებოდნენ:  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია საქართველოში, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები, კონკურენციის სააგენტო, სახალხო დამცველის აპარატი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სფეროს ექსპერტები და სტრატეგიული სასტიპენდიო პროგრამის მონაწილეები.
ინიციატივა დაფინანსებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან არსებული, ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის მიერ. პროექტის ტექნიკური მხარდაჭერია ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტთან არსებული მტკიცებულება პოლიტიკისთვის ცენტრი.

ახალი ამბები