მედია ჩვენ შესახებ: ლელა სულაბერიძე საქართველოს ფარმაცევტული სექტორის კვლევაზე

27 სექტემბერს რადიო თავისუფლების “დილის საუბრების” სტუმარი იყო ლელა სულაბერიძე, საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” მკვლევარი. მან ილაპარაკა “საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის” მე-11 ტალღაზე, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს ფარმაცევტული სექტორი. გამოკვლევის თანახმად, საქართველოში ჯანდაცვის ხარჯების ძირითადი წილი (69%) მედიკამენტებზე მოდის. 2012 წლიდან მედიკამენტებზე ფასები იზრდება. ნაშრომის ავტორებმა გამოკვეთეს რამდენიმე პრობლემა: ჯანდაცვის დანახარჯების ხარჯთ-ეფექტურობა, მედიკამენტების ფასები და ხელმისაწვდომობა, სამედიცინო მომსახურების ხარისხი, სამედიცინო განათლების სისტემა, პირველადი ჯანდაცვა.

ინტერვიუს შინაარსის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.

ახალი ამბები