მკვლევარი ლელა სულაბერიძე “ქალების ნარატივში”

საერთაშორისო ფონდი კურაციოს მკვლევარი ლელა სულაბერიძე “ქალების ნარატივს” ესტუმრა. ლელა მსჯელობს საავტორო კვლევის –  “ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის” უახლესი ტალღის  მიგნებებზე და მისი, როგორც ახალგაზრდა მკვლევარის გამოცდილებაზე ჯანდაცვის სფეროში.

წაიკითხეთ კვლევა: ადამიანური რესურსი ჯანდაცვის სექტორში – ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მე-10 ტალღა.

ლელამ ისაუბრა ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომელსაც “საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის” კვლევის საშუალებით ყოველ 6 თვეში ერთხელ ვაანალიზებთ. უახლესი ტალღა ექიმების სიჭარბის და ექთნების სიმცირის პრობლემას აანალიზებს და სახელმწიფოსა და ბიზნესის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრობს. ინტერვიუში ასევე იმსჯელეს კვლევით ექსპერტიზაზე, რომელასც ფონდი კურაციო ფლობს და რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია ეხმარება სხვადასხვა ქვეყანას ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში

ნახეთ ჩანაწერი და გაიგეთ მეტი ახალგაზრდა და წარმატებული ჯანდაცვის მკვლევარის ლელა სულაბერიძის შესახებ “ქალების ნარატივში”.

ახალი ამბები