მოლდავეთში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ღირებულების და ახალი ვაქცინის დასანერგად საჭირო ფინანსური რესურსების ანალიზი

2012-2014 წლებში საერთაშორისო ფონდმა კურაციომ განახორციელა კვლევა, რომლის მიზანს მოლდავეთში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ღირებულების და ახალი ვაქცინის დასანერგად საჭირო ფინანსური რესურსების ანალიზი წარმოადგენდა.

კვლევა უფრო მოცულობითი კვლევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავდა ექვს სხვადასხვა ქვეყანაში (მოლდოვეთი, ბენინი, უგანდა, ზამბია, განა, ჰონდურასი) რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ღირებულების შეფასებას. კვლევა ჩატარდა Bill & Melinda Gates Foundation-ის ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს: ა) ქვეყანაში იმუნიზაციისთვის საჭირო ფინანსური რესურსების დაგეგმვის გაუმჯობესებას, ბ) ქვეყანაში რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ეფექტური განხორცილებისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსების, იმუნიზაციის სერვისების მიწოდების და ახალი ვაქცინის დანერგვასთან დაკავშირებული ხარჯების გააზრებას გ) ახალი ვაქცინის დასანერგად, იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI ) არსებული პოლიტიკის/პროცედურების განახლებას.

ჩვენი კვლევის შედეგები იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას მოლდავეთში ახალი ვაქცინის დანერგვის ფინანსური ხელმისაწვდომობის და იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის ფინანსურ მდგრადობის შესახებ, რომელიც GAVI-ის მხარდაჭერის დამთავრების შემდგომ პერიოდშია მოსალოდნელი.

პროექტის ანგარიში და პოლიტიკის ცნობა ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.