მოსახლეობის მობილობის ტრენდი და COVID-19-ის გავრცელება: ვაგრძელებთ დაკვირვებას სოციალური დისტანცირების შედეგებზე

საერთაშორისო ფონდი კურაციო” მიმდინარე წლის მარტიდან აკვირდება COVID-19 ეპიდემიის გავრცელებას საქართველოში და  პერიოდულად აფასებს სოციალური დისტანცირების შედეგებს.

გთავაზობთ რიგით მესამე ანგარიშს, რომელიც 6 მაისის მდგომარეობით, Google Baseline – ის მონაცემებზე დაყრდნობით აფასებს მოსახლეობის მობილობის ცვლილებას.

ანგარიშში ნაჩვენებია მობილობის ცვლილების ტრენდი სხვადასხვა სოციალური აქტივობის მიხედვით, როგორიცაა გართობა, დასვენება, ვაჭრობა, ტრანსპორტირება, ასევე აქტივობა ოფისებში/სამუშაო ადგილებზე და საცხოვრებელ სახლებში.

მონაცემების ანალიზით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 20 აპრილის შემდეგ, აღინიშნება მოსახლეობის მობილობის ზრდა ყველა ლოკაციაზე, თუმცა 6 მაისისთვის დაფიქსირებული მობილობა მაინც ნაკლებია იმაზე რაც თებერვლის ბოლოს დაფიქსირდა. მაისის თვეში გამოვლენილი COVID-19 შემთხვევების რაოდენობა და ის, რომ 20 აპრილის შემდეგ გასულია სამ კვირაზე მეტი, გვაფიქრებინებს რომ გაზრდილმა მობილობამ ჯერჯერობით არ იქონია ნეგატიური გავლენა ვირუსის გავრცელების სიჩქარესა და მასშტაბებზე.

გაეცანით დოკუმენტს სრულად.

ახალი ამბები