პუბლიკა: ინფიცირებულთა 80%-ს კლინიკაში მკურნალობა არ დასჭირდება – ექსპერტები პირველი ჯანდაცვის როლზე

საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ვითარებაზე ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ჰოსპიტლური სექტორის გადატვირთვა, მოემზადოს პირველადი ჯანდაცვა მოსახლეობის დასახმარებლად, რადგან ინფიცირებულთა 80%-ს სტაციონარში მკურნალობა არ დასჭირდება და მნიშვნელოვანი ხდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობა.

“საჭიროა კონცენტრაცია გავაკეთოთ არა მარტო საყრდენ საავადმყოფოებზე, რომლებსაც ვამზადებთ, არამედ სამუშაო მთელს ჯანდაცვის ქსელშია გასაშლელი და აქ საუბარი მხოლოდ საავადმყოფოებზე არაა, რადგან პაციენტებს შეხვედრა მოუწევთ პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან.

ვიცი, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემა არაა იმ სიძლიერის. მე პირველი არ ვარ, ვინც ამას ამბობს. ვიცი და გაჟღერდა კიდეც, რომ მუშავდება კონკრეტული მექანიზმი, როგორ მოხდეს პირველადი ჯანდაცვის დონეზე მოსახლეობის დახმარება. ეს ორ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს და მინდა ამაზე გავამახვილო ყურადღება. თქვენ იკითხეთ – რა მოხდა იტალიაში? მოხდა ის, რომ ყველა საავადმყოფოს მიაწყდა. ყველა პაციენტს, რომელსაც ეს დაემართება 80%-ს არ სჭირდება სტაციონარი”.

წაიკითხეთ სტატია სრულად.

ახალი ამბები