ფონდმა კურაციომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად იმსჯელა მედიკამენტების ფასების დარეგულირების შესაძლებლობებზე

4 და 5 ივნისს საერთაშორისო ფოდნმა კურაციომ ღია საზოგადოების ქსელთან ერთად გამართა მეორე სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. სამუშაო შეხვედრა გაიმართა მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ისახავს მიზნად ჯანდაცვის სფეროში ადვოკატირების შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

შეხვედრა მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე მსჯელობას დაეთმო და გამოიკვეთა სისტემური მიმართულებით არსებული პრობლემები.

დღეისათვის საქართველოში ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში ჯიბიდან გადახდების წილი კვლავ მაღალია და 57 %ს შეადგენს. ამ ხარჯის  2/3 კი მედიკამენტებზე იხარჯება. ეს პირობა კი მოსახლეობის მესამედს გაღარიბების საფრთხის წინაშე აყენებს.

  იხილეთ: მედიკამენტების ფასებისა და ფიზიკური ხელმისაწვდომობის კვლევა

სამუშაო შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ფარმაცევტული სფეროს მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომელიც მოსახლეობის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას ართულებს. ნახეთ ვიდეო-კომენტარი.

ახალი ამბები