ანგარიში 20 წლიანი მუშაობის შესახებ

საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” 20 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოამზადა პუბლიკაცია “ჯანადცვის 20 წელი”, იგი აღწერს იმ ძირეული მოვლენების თანმიმდევრობას, რომლებიც სფეროში საბჭოეთის ნგრევიდან დღემდე მიმდინარეობს და ქმნის ჯანდაცვის სფეროს ისტორიას.

მოყვანილი ფაქტობრივი ინფორმაცია ეფუძნება რამდენიმე მნიშვნელოვან გამოცემას, რომელიც თავს უყრის ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს და იმ ადამიანების მონათხრობს, რომლებიც ამა თუ იმ ცვლილებების ინიციატორები, განმახორციელებლები ან მოწმენი იყვნენ. თხრობას თან ერთვის დოკუმენტური ფოტომასალა და ინფოგრაფიკები, რაც მკითხველს 20 წლის სურათის წარმოსახვაში დაეხმარება.

იხილეთ პუბლიკაცია სრულად.

ანიმაცია პუბლიკაციის შიგთავსის გასაცნობად.