სამოქალაქო საზოგადოება ჯანდაცვის მწვავე საკითხებზე მსჯელობას იწყებს

რამდენიმე თვეა საერთაშორისო ფონდმა კურაციომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანი ჯანდაცვის პრობლემური საკითხების ადვოკატირებისთვის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა გაერთიანებაა.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ‘ღია საზოგადოების’ ქსელი. პროექტის ფარგლებში იგეგმება მოვიცვათ საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის თემები, გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება და ხელი შევუწყოთ პროცესს წარმატებული ადვოკატირებისთვის.

ამ ინიციატივაში გაერთიანებულია 20-ზე მეტი დაინტერესებული ორგანიზაცია, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, მედია და აკადემია.

პროექტში ჩართული რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი გვიზიარებს შეხედულებას ამ ინიციატივის შესახებ მოკლე ვიდეო ინტერვიუში.

პროექტის ფარგებში პირველი შეხვედრა ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას „მედიკამენტების ფასებს“ დაეთმო.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებებს მედიკამენტების ფასების შესახებ იხილავთ მომდევნო ვიდეოში კურაციოს ვებ და ფეისბუკის გვერდზე.

ახალი ამბები