საერთაშორისო ფონდმა კურაციომ სტრატეგიული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ტრენინგების სერია სტუდენტებისთვის გამართა

2021 წლის 24-29 ნოემბერს  საერთაშორისო ფონდმა კურაციომ სტრატეგიული სასტიპენდიო/სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამართა ტრენინგების სერია სტუდენტებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს  შესაძლებლობების გაძლიერებას ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების კუთხით და განსაკუთრებით მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოების მიმართულებით. ტრენინგების დასრულების შემდეგ სტუდენტები უნარების გაძლიერებას სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გააგრძელებენ.

ტრენინგის მსვლელობისას სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევა და მონაცემების კლასიფიკაცია;
  • მონაცემის (მტკიცებულების) როლი ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებისას;
  • მონაცემის (მტკიცებულების) დაკავშირება პოლიტიკასა და ქმედებასთან;
  • საკვლევი და საკვანძო საკითხების პრიორიტეტიზაცია
  • საძიებო სტრატეგიები ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებზე საკვლევი მონაცემის (მტკიცებულების) იდენტიფიცირებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით;
  • ძირითადი საკვლევი ელექტრონული ბაზები სისტემატური მიმოხილვისთვის;
  • ანალიტიკური პროდუქტების მომზადება (პოლიტიკის ნარკვევი, სწრაფი მიმოხილვის დოკუმენტი, სწრაფი რეაგირების პროდუქტები და ა.შ)
  • კომუნიკაციის მეთოდები და მიდგომები ( გამართული კომუნიკაცია, მონაცემთა ვიზუალიზაცია, სოციალური მედიის კამპანია და ა.შ)
  • ადვოკატირება (მტკიცებულებაზე დაფუძნებული ადვოკატირება, კოალიციური მიდგომები ადვოკატირებაში, პოლიტიკის ცვლილება და ა.შ)

ტრენინგის კურსს უძღვებოდნენ სფეროს წარმომადგენლები და ტრენერები : ივდითი ჩიქოვანი, მაია უჩანეიშვილი, ლელა სულაბერიძე, გიორგი სოსელია და ინა ჩარკვიანი.

სტრატეგიული სტაჟირების პროგრამა ხორციელდება ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და გაგრძელდება ორი თვის განმავლობაში. პროგრამის საბოლოო მიზანს წარმოადგენს ინსტიტუციური და ინდივიდუალური გაძლიერება, ჯანდაცვის სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა.

ახალი ამბები