ტრენინგი: ფარმაცევტული სფეროს კვლევის მექანიზმები და ცვლილების ადვოკატირება

საერთაშორისო ფონდი კურაციო ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს საგანმანათლებლო პროგრამას ჯანდაცვის სფეროთი დაინტერესებული და სფეროში მოღვაწე პირებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ გახდნენ ცვლილების ადვოკატები. პროგრამა უკვე მეორედ ხორციელდება და ამჯერად თემა ფარმაცევტული სფერო და მასში ცვლილების ადვოკატირებაა. პროგრამის საგანმანათლებლო და პრაქტიკული ნაწილი მონაწილეებს აძლევს თემატურ ცოდნას და ასწავლის მექანიზმებს  კვლევის და მტკიცებულებების მოძიებისთვის, ასევე საჭირო სტრატეგიული და საკომუნიკაციო პროცესის დაგეგმვისთვის. პროგრამის მეორე ეტაპი პრაქტიკული სამუშაოა და მონაწილეთა მხრიდან მტკიცებულებაზე დაფუძნებული საადვოკაციო პროექტის განხორციელებას გულისხმობს.

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ფარმაცევტული სექტორით, წარმოადგენთ საჯარო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციას, ან ხართ აქტივისტი, ველით თქვენს განაცხადს.

აპლიკაციები მიიღება  2021 წლის 5 თებერვლის ჩათვლით. გამოგზავნეთ CV და შევსებული კითხვარი მისამართზე [email protected] და [email protected] -ზე.

პროგრამა დაიწყება 3 დღიანი ტრენინგით 2021 წლის თებერვალში (პირისპირ ან ვირტუალურად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და მონაწილეთა სურვილის გათვალისწინებით)

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოივთ დაუკავშირდეთ კურაციოს კვლევითიგანყოფილების დირექტორს მაია უჩანეიშვილს +995 32 2251344 ან +995 599267774.

პროგრამას გაუძღვებიან სფეროს წარმომადგენლები და ტრენერები ივდითი ჩიქოვანი, ლელა სულაბრიძე, ინა ჩარკვიანი, მაია უჩანეიშვილი და გიორგი სოსელია.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია აქ. პროგრამა შედგენილიასაერთაშორისო ფონდი კურაციოს მიერ ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტთან არსებულიმტკიცებულებების პოლიტიკისთვის ცენტრთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ჯანრთელობისმსოფლიო ორგანიზაციის მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის და პრაქტიკისკოლაბორაციულ ცენტრს.

ახალი ამბები