ჯანდაცვის სისტემებზე მსჯელობისთვის სამოქალაქო საზოგადოება მესამედ იკრიბება

13 და 14 ივლისს საერთაშორისო ფონდი კურაციოს და ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით  სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად რიგით მესამე შეხვედრა იმართება. შეხვედრის მიზანი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სურათის ანალიზი და სისტემის გამოწვევებზე მსჯელობაა.

მესამე შეხვედრის ფარგლებში ვიმსჯელებთ ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკაზე, საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და ბიუჯეტირების ციკლზე.

წინა ორი შეხვედრის ფარგლებში პლათფორმამ ფარმაცევტული სექტორის გამოწვევებზე ისაუბრა და გააანალიზა საქართველოში არსებული საბაზრო სქემა, რომელიც მოსახლეობას მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას ართულებს.  მსჯელობის მეორე ეტაპზე მოწვეულმა ექსპერტმა რამინტა სტუკინტემ მონაწილეებს გაუზიარა მსოფლიო პრაქტიკა მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე ადვოკატირებისთვის.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით შეხვედრის ფარგლებში დასმული აქცენტების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ‘ღია საზოგადოების’ ქსელი. პროექტის ფარგლებში იგეგმება მოვიცვათ სამოქალაქო საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის თემები ჯანდაცვაში, გავაძლიეროთ ამ საზოგადოების სისტემური ცოდნა ჯანდაცვაში, მომავალი ადვოკატირების და პროცესებში აქტიური მონაწილეობის მიზნით.

ახალი ამბები