ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსება საქართველოში – პრობლემები და გადაჭრის გზები, 1998-1999

პროექტი „ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსება საქართველოში – პრობლემები და გადაჭრის გზები“ დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ორგანიზაცია Abt. Associates Inc.-თან პირდაპირი კონტრაქტის საფუძველზე.  პროექტის მიზანი იყო საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების შეფასება შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.  1998 თებერვლიდან – 1999 წლის მარტამდე საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“, Abt. Associates Inc. ტექნიკური ხელმძღვანელობით შეიმუშავა შეფასების მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები, შეაფასა და გაანალიზა სფერო, მოამზადა დაწვრილებითი ანგარიში და შეიმუშავა საჭირო რეკომენდაციები.