სტატია: ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ეკონომიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევა საქართველოში: პოლიტიკის ინფორმირება და მტკიცებულებების გამოყენება

ახალი სტატია საუბრობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ეკონომიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების შესახებ საქართველოში და მიმოიხილავს შესაძლებლობებს, რომელიც რეფორმირებისთვის საჭირო სტრატეგიის განვითარებას დაეხმარება.

სტატია ახლახანს გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში BMC Health Services Research, კურაციოს მკვლევრების: ლელა სულაბერიძე, ივდითი ჩიქოვანი, მაია უჩანეიშვილი, გიორგი გოცაძე და სტუარტ გრინის (Imperial College London) ავტორობით.

ანალიზმა ცხადჰყო მრავალი ეკონომიკური ბარიერის არსებობა საქართველოში, როგორიცაა დივერსიფიცირებული პერსონალის და სერვისების არ არსებობა, რესურსის მოუქნელობის გამო;  ქვეყნის მასშტაბით სერვისების არაერთგვაროვანი და ლიმიტირებული მიწოდება; არსებული სერვისების მიწოდების და ხარისხის შეფასების მექანიზმების ნეკლებობა. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის მთავარ ფინანსურ ბარიერს ჯიბიდან გადახდები წაროადგენს, რომელიც ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენასა და  ტრანსპორტირების ხარჯებს ხმარდება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის გაუმჯობესება შესაძლებელია ეფექტური მართვის პირობებში, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის ფინანსური რესურსების სიმწირისა. სისტემური ბარიერების შემცირებამ შესაძლოა გააუმჯობესოს იმ სერვისების ხელმისაწვდომობა, რომელიც პასუხობს პაციენტის საჭიროებებს. ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის შეფასება, არსებული მონაცემების გამოყენებით, ხელს შუეწყობს სერვისების გაუმჯობესებას და დაეხმარება პაციენტზე ორიენტირებული სისტემის მოწყობას.

სტატიაზე დაშვებულია ღია წვდომა და შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბმულზე.

ამ და სხვა საინტერესო სტატიებზე წვდომა შესაძლებელია კურაციოს Research Gate-ის გვერდით.

ახალი ამბები