Category Archive for "ტუბერკულოზი"

საქართველოში უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მომავალი ტუბერკულოზის გავრცელების რისკების შეფასება და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ამ რისკების შემცირების შესაძლო მექანიზმები

საერთაშორისო ფონდ კურაციოს მკვლევართა ჯგუფი, აქვეყნებს კვლევის ანგარიშს „უცხოელი ვიზიტორების მხრიდან მომავალი ტუბერკულოზის ინფექციის გავრცელებისრისკების შეფასება და მოწინავე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ამრისკების შემცირების მექანიზმების შეთავაზება“

წაიკითხე მეტი

საკონფერენციო აბსტრაქტი: რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ფაქტორების კვლევა, პოლიტიკის ცვლილებისთვის

აბსტრაქტი ეფუძნება რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ფაქტორების კვლევას, რომელიც საქართველოში 2016 წელს ჩატარდა. კვლევის შედეგების მიხედვით პაციენტებში ტუბერკულოზის მკურნალობის უწყვეტობაზე მოქმედებს ჯანდაცვის სისტემური ფაქტორები და ასევე სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური ფაქტორი, რომლებიც ერთმანეთთან ხშირ შემთხვევაში მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი.

წაიკითხე მეტი

საკონფერენციო ნაშრომი: რეალისტური შეფასების მეთოდის გამოყენება კომპლექსური ინტერვენციის შესაფასებლად, საქართველოში ტუბერკულოზის მართვის პროგრამის გასაუმჯობესების მიზნით

იმედი გვაქვს, რომ ამ მტკიცებულებების გაცნობით შევძლებთ მეტად ინფორმირებული და პრობლემაზე ორიენტირებული გავხადოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ამასთანავე წარმოვაჩინოთ, თუ რამდენად ეფექტურია რეალისტური შეფასების მეთოდი კომპლექსური ინტერვენციების შესაფასებლად.

წაიკითხე მეტი

შესაძლებელია თუ არა უკეთესი შედეგების მიღება ტუბერკულოზის სერვისების პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებით?

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყოფილი საბჭოთა ქვეყნები საერთო გამოწვევებს ებრძვიან. კერძოდ, ტუბერკულოზის ჰოსპიტალური მკურნალობის მოდელს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებული სერვისების მიწოდებას. 2005 წლიდან ქვეყნის მასშტაბით უშუალო მეთვალყურეობის მკურნალობის (DOTS) მოდელის დანერგვით და ტუბერკულოზის სერვისების დეცენტრალიზებით საქართველო რეგიონალურ ლიდერად წარმოჩინდა.

წაიკითხე მეტი

საქართველოში ტუბერკულოზის სფეროში სამედიცინო პერსონალის  შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება (RBF4TB)

შესავალი და მოკლე მიმოხილვა საერთაშორისო ფონდი კურაციო დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან (ბელგია) ერთად ახორციელებს კვლევას “სქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება:…

წაიკითხე მეტი

საქართველოში ტუბერკულოზის სფეროში სამედიცინო პერსონალის  შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება: ხარჯთეფექტიანობისა და გავლენის განსაზღვრა (RBF4TB)

შესავალი და მოკლე მიმოხილვა საერთაშორისო ფონდი კურაციო დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან (ბელგია) ერთად ახორციელებს კვლევას “სქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება:…

წაიკითხე მეტი

ტუბერკულოზი – როგორ ავიცილოთ 280 მილიონიანი ყოველწლიური ზარალი?

ფოტო: ვახო ხეთაგური ავტორი: ანა ჟულინა მიკრობების  რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა და ეს გამოწვევა საქართველოს წინაშეც დგას. საქართველოში რეზისტენტული ფილტვის ტუბერკულოზი დიდი პრობლემაა, რადგან ამგვარი ფორმა აღენიშნება ყოველი ათი ახალი შემთხვევიდან ერთ პაციენტს, ხოლო ყოველი ადრე...
წაიკითხე მეტი

ტუბერკულოზის თემას ორი ახალი კვლევის შედეგი შეემატა

საერთაშორისო ფონდი კურაციოსა და პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის ორგანიზებით 26 დეკემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ტუბერკულოზის თემისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე აუდიტორიას გაეცნო ორი ახალი კვლევის შედეგები.  კვლევები  ტუბერკულოზის  გამოვლენის და მკურნალობაზე დამყოლობის სისტემურ ფაქტორებს იკვლევს. პროექტი მსოფლიო…

წაიკითხე მეტი

ტუბერკულოზისა და შიდსის პროგრამების მდგრადობის უზრუნველყოფის გარდამავალი ეტაპის გეგმის შემუშავება

შესავალი და ზოგადი მიმოხილვა გლობალური ფონდი ტუბერკულოზის, შიდსის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამების ერთ-ერთი უდიდესი დამფინანსებელი დონორი ორგანიზაციაა მსოფლიოში. იგი საქართველოში 2003 წლიდან საქმიანობს. გლობალური ფონდის დახმარებით ქვეყანაში მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული, კერძოდ, მოისპო დაავადება მალარია (2011 წლიდან) და აივ…

წაიკითხე მეტი