Category Archive for "ანგარიში"

ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების პოპულაციის ზომის შეფასება საქართველოში, 2017

წარმოდგენილი კვლევის ამოცანა იყო 2016-17 წლებში საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა პოპულაციის ზომის შეფასება რამდენიმე მეთოდის გამოყენებით და შედეგების შეჯერება ამ სარისკო პოპულაციის ყველაზე მეტად დამაჯერებელი სავარაუდო რაოდენობის მისაღებად.

წაიკითხე მეტი

აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში საქართველოს 7 ქალაქში, 2017

კვლევა წარმოადგენს საქართველოს 7 ქალაქში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში ქცევაზე ზედამხედველობის ინტეგრირებული კვლევის ბოლო ტალღას, ასეთი კვლევები 2002 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს შეაფასოს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება.

წაიკითხე მეტი

რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორები საქართველოში

ტუბერკულოზი კვლავ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მსოფლიო მასშტაბით. მკურნალობაზე ცუდი დამყოლობა აფერხებს ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს მიაღწიონ მკურნალობის სასურველ გამოსავლებს და შეამცირონ დაავადების გავრცელება საზოგადოებაში.

წაიკითხე მეტი

ქვეყნების მზადყოფნის შეფასება გარდამავალი პერიოდისთვის

ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე, როცა დონორი ორგანიზაციები ფინანსურ რესურსებს საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან ღარიბი ქვეყნების გასაძლიერებლად მიმართავენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა HIV და ტუბერკულიოზის სახელმწიფო პროგრამების მდგრადი განხორციელება. გარდამავალი პროცესის წარმატებას ხშირად ქვეყნების მდგომარეობის ობიექტური შეფასება განაპირობებს, რომ განისაზღვროს…

წაიკითხე მეტი

საქართველოს ჯანადცვის სფეროს ბარომეტრი, მე-7 ტალღა

 წამლის ფასის რეგლირებისთვის მთავრობის მიერ გატარებულმა ახალმა ინიციატივამ შედეგი გამოიღო. ჯანდაცვაში დაფინანსების ხარჯთეფექტური მექანიზმების დანერგვა კვლავ საჭიროებად რჩება. საერთაშორისო ფონდი კურაციო განაგრძობს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას. ბარომეტრის მეშვიდე ტალღა  უკანასკნელი 6 თვის მანძილზე ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვან წარმატებებს და გამოწვევებს…

წაიკითხე მეტი

იუნისეფის პროგრამების შედეგების შეფასება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ხუთ ქვეყანაში

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ შეაფასა  UNICEF-ის პროგრამების შედეგები 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობისა და ავადობის სტატისტიკის გაუმჯობესების მხრივ შემდეგ  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ხუთ ქვეყანაში: ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, სერბეთი და უზბეკეთი. ანგარიში აფასებს 12 წლიან პერიოდს 2000-დან 2012 წლამდე და…

წაიკითხე მეტი

ინტერვიუ: ფარმაცევტული ბაზრის კვლევის მნიშვნელოვანი მიგნებები

ვიდეო ინტერვიუ ფარმაცევტული ბაზრის კვლევის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, როგორიცაა წამლის ფასის ზრდის მიზეზები საქართველოში, მედიკამენტების ფასები რეცეპტის ინსტიტუტის პირობებში, ფარმაცევტული სექტორის ქცევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და სხვ. შენიშვნა: ინტერვიუ სულ ექვსი ნაწილისგან შედგება. ამჯერად ქვეყნდება პირველი ოთხი ნაწილი. ნაწილი 1: კვლევის მიზანი…

წაიკითხე მეტი

მედიკამენტების ფასებისა და ფიზიკური ხელმისაწვდომობის კვლევა, მეხუთე ტალღა 2016 წ.

საერთაშორისო ფონდი კურაციო ფარმაცევტული კვლევის მეხუთე ტალღის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა მიზნად ისახავს მედიკამენტების ფასებისა და ფიზიკური ხელმისაწვდომობის შეფასებას, ჯანდაცვის პოლიტიკის ინფორმირებას და მისი გაუმჯობესების ხელშეწყობას. წარმოდგენილი კვლევის ანალიზი ეფუძნება, როგორც მიმდინარე, ასევე წინა 4 ტალღის შედეგებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდმა კურაციომ…

წაიკითხე მეტი

აივ-თან დაკავშირებული სარისკო და უსაფრთხო ქცევები პატიმრებს შორის საქართველოში, 2015

აივ-თან დაკავშირებული სარისკო და უსაფრთხო ქცევები პატიმრებს შორის საქართველოში, 2015 საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების განხორციელებას აივ-ის გავრცელების თვალსაზრისით საკვანძო ჯგუფებში. კვლევა მიზნად ისახავს საკვანძო ჯგუფებში აივ ინფექციის  გავრცელების შეფასებას; აივ ინფექციასთან მიმართებაში, ძირითადი სარისკო ქცევების განსაზღვრას და…

წაიკითხე მეტი

ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით საქართველოს ორ ძირითად ქალაქში მამაკაცებს შორის, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან, 2015

საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების განხორციელებას აივ-ის გავრცელების თვალსაზრისით საკვანძო ჯგუფებში. კვლევა მიზნად ისახავს აივ ინფექციის  გავრცელების შეფასებას ამ ჯგუფებში; აივ ინფექციასთან მიმართებაში ძირითადი სარისკო ქცევების განსაზღვრას და ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის მტკიცებულებების გენერირებას. წინამდებარე კვლევა წარმოადგენს ბიომარკერის…

წაიკითხე მეტი