Category Archive for "ანგარიში"

საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, ტალღა 11 – ფარმაცევტული სექტორის ანალიზი

ბარომეტრის მე-11 ტალღა საქართველოს ფარმაცევტულ სექტორს მიმოიხილავს – აანალიზებს არსებულ სურათს, აფასებს სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ხაზს უსვამს სფეროში არსებულ მიღწევებს და გამოწვევებს.

წაიკითხე მეტი

პირველადი ჯანდაცვის სისტემების (PRIMASYS) კვლევა: საქართველოს გამოცდილების შესწავლა

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის (PRIMASYS) კვლევა განახორციელა. PRIMASYS-ის ანგარიში მიმოიხილავს პირველადი ჯანდაცვის სისტემის (პჯდ) ძირითად ასპექტებს, მათ შორის პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას, დაფინანსებას, პირველადი ჯანდაცვის სერვისების ინტეგრირებას ჯანდაცვის სისტემაში, ხედვას, პჯდ სერვისების ხარისხს და მოცულობას, მმართველობას და ორგანიზებას, ასევე სისტემის მონიტორინგს და შეფასებას.

წაიკითხე მეტი

ადამიანური რესურსი ჯანდაცვის სექტორში – ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მე-10 ტალღა

ბარომეტრის მე-10 ტალღა ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანური რესურსის სიტუაციურ ანალიზს წარმოადგენს, ფოკუსირდება რა ჯანდაცვის რესურსების რაოდენობაზე, პროფესიულ და გეოგრაფიულ განაწილებაზე და სამედიცინო განათლების საკითხებზე.

წაიკითხე მეტი

აივ-თან დაკავშირებული სარისკო და უსაფრთხო ქცევები სექს-მუშაკებს შორის საქართველოს ორ ქალაქში

კვლევა ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების უახლესი ტალღაა, რომელიც კომერციულ სექს-მუშაკ ქალებში აივ ინფექციის გავრცელებას 2002 წლიდან იკვლევს. უახლესი ტალღა 2017 წელს ჩატარდა, დროისა და ადგილის მიხედვით შერჩევის მეთოდის გამოყენებით. კვლევაში ჩაერთო სულ 350 სექს-მუშაკი, მათგან 200 თბილისში და 150 – ბათუმში.

წაიკითხე მეტი

ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების პოპულაციის ზომის შეფასება საქართველოში, 2017

წარმოდგენილი კვლევის ამოცანა იყო 2016-17 წლებში საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა პოპულაციის ზომის შეფასება რამდენიმე მეთოდის გამოყენებით და შედეგების შეჯერება ამ სარისკო პოპულაციის ყველაზე მეტად დამაჯერებელი სავარაუდო რაოდენობის მისაღებად.

წაიკითხე მეტი

აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში საქართველოს 7 ქალაქში, 2017

კვლევა წარმოადგენს საქართველოს 7 ქალაქში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში ქცევაზე ზედამხედველობის ინტეგრირებული კვლევის ბოლო ტალღას, ასეთი კვლევები 2002 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს შეაფასოს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება.

წაიკითხე მეტი

რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორები საქართველოში

ტუბერკულოზი კვლავ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მსოფლიო მასშტაბით. მკურნალობაზე ცუდი დამყოლობა აფერხებს ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს მიაღწიონ მკურნალობის სასურველ გამოსავლებს და შეამცირონ დაავადების გავრცელება საზოგადოებაში.

წაიკითხე მეტი

ქვეყნების მზადყოფნის შეფასება გარდამავალი პერიოდისთვის

ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე, როცა დონორი ორგანიზაციები ფინანსურ რესურსებს საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან ღარიბი ქვეყნების გასაძლიერებლად მიმართავენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა HIV და ტუბერკულიოზის სახელმწიფო პროგრამების მდგრადი განხორციელება. გარდამავალი პროცესის წარმატებას ხშირად ქვეყნების მდგომარეობის ობიექტური შეფასება განაპირობებს, რომ განისაზღვროს…

წაიკითხე მეტი

საქართველოს ჯანადცვის სფეროს ბარომეტრი, მე-7 ტალღა

 წამლის ფასის რეგლირებისთვის მთავრობის მიერ გატარებულმა ახალმა ინიციატივამ შედეგი გამოიღო. ჯანდაცვაში დაფინანსების ხარჯთეფექტური მექანიზმების დანერგვა კვლავ საჭიროებად რჩება. საერთაშორისო ფონდი კურაციო განაგრძობს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას. ბარომეტრის მეშვიდე ტალღა  უკანასკნელი 6 თვის მანძილზე ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვან წარმატებებს და გამოწვევებს…

წაიკითხე მეტი

იუნისეფის პროგრამების შედეგების შეფასება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ხუთ ქვეყანაში

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ შეაფასა  UNICEF-ის პროგრამების შედეგები 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობისა და ავადობის სტატისტიკის გაუმჯობესების მხრივ შემდეგ  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ხუთ ქვეყანაში: ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, სერბეთი და უზბეკეთი. ანგარიში აფასებს 12 წლიან პერიოდს 2000-დან 2012 წლამდე და…

წაიკითხე მეტი