„ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება ხელმისაწვდომი სარეაბილიტაციო სერვისებისათვის საქართველოში“ – სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

2022 წლის 01 აგვისტოს, საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ გამართა სამუშაო შეხვედრა პროექტის: „ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება ხელმისაწვდომი სარეაბილიტაციო სერვისებისათვის საქართველოში“ ფარგლებში, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ერთად.

შეხვედრისას დამსწრე საზოგადოებას საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ წარმომადგენლებმა წარუდგინეს და დისკუსია გამართეს შემდეგ თემაზე : (ა).სარეაბილიტაციო სერვისების მიღების კრიტერიუმები და (ბ). მომსახურეობის განფასების მეთოდოლოგია.

შეხვედრის მონაწილეები იყვნენ : საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომდგენლები,  საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ წარმომადგენლები, სერვისის მომწოდებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სარეაბილიტაციო სისტემების ინტეგრაციას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ჯანდაცვის პროვაიდერების მიერ განხორციელებას და მის სტრატეგიულ მიზნებს წარმოადგენს :

  1. რეაბილიტაციის ინტეგრაცია საქართველოს ჯანდაცვის სისტემების დაფინანსების პროგრამებში.
  2. მხარდამჭერის სისტემების შექმნა პროგრამის განხორციელებისათვის.

პროექტის ხორციელდება R4D (Results for Development)-ისა და USAID-ის ინიციატივის: „ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების აქსელერატორის“ (The Health Systems Strengthening Accelerator) ფარგლებში.

ახალი ამბები