ვებინარი: ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების კვლევა ჯანდაცვის ადამიანური რესუსრების განვითარებისთვის

ვებინარი 2018 წლის 14 მარტს ჩატარდა. თუ ვერ მოახერხეთ სესიაზე დასწრება, ან გსურთ კიდევ ერთხელ მოისმინოთ იგი, გთავაზობთ ჩამოტვირთოთ ვებინარის ჩანაწერი და სლაიდები.

რა როლი აქვს ჯანდაცვის პოლიტიკას ადამიანურ რესურსებთან მიმართებაში? რას ეფუძვნება ჯანდაცვის პერსონალის მართვა ინდივიდუალურ კომპეტენციას თუ ორგანიზაციულ კულტურას? არის თუ არა პერსონალის გადამზადების და ზედამხედველობის პრაქტიკა საკმარისი ჯანდაცვის რესურსების მუდმივი ზრდისა და მკურნალობის გაუმჯობესებისთვის?

დისკუსია ფოკუსირდება ჯანდაცვის პერსონალის განვითარებისთვის ინოვაციების როლზე, ასევე მიმოვიხილავთ ჯანმრთელობის კვლევის განვითარების, ლიდერობის და პოლიტიკის შესაძლებლობებს.

ვებინარის ორგანიზატორია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების კვლევის ალიანსის (AHPSR). ვებინარს მასპინძლობს გლობალური ჯანდაცვის სისტემები (HSG), რომლის სამდივნოსაც საერთაშორისო ფონდი კურაციო წარმოადგენს.

პრეზენტაციის საკითხები და მომხსენებლები:
  1. ჯანდაცვის მუშაკთა მომზადება სწავლებისა და ზედამხედველობის პრაქტიკით  
    • პრაშანტ ნ. ს., საზოგადო ჯანდაცვის ინსტიტუტი, ინდოეთი, ბანგალორი
    • ტიმოთი რობერტონი, ჯონ ჰოპკინსის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა, აშშ, ბალტიმორი
  2. ლიდერობა, მენეჯმენტი და ორგანიზაციული კულტურა
    • აკუ კვამი, დამოუკიდებელი მკვლევარი, განა
  3. ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანური რესურსებისთვის განსხვავებული პოლიტიკის გატარება
    • ვეენა შრირამი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, აშშ, ჩიკაგო

პრეზენტაციის შემდეგ 30 წუთი დაეთმობა კითხვა-პასუხს.

დარეგისტრირდით ვებინარზე.

ახალი ამბები