აკაკი ზოიძე
ექიმი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების ექსპერტი

აკაკი ზოიძეს აქვს ჯანდაცვის პოლიტიკისა და ჯანდაცვის რეფორმების მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტად მუშაობის 25 წელიწადზე მეტი ხნის გამოცდილება.

2001-2003 წწ. სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ხოლო მოგვიანებით – 2016-2019 წწ. – საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე იგი, როგორც მაღალი რანგის გადაწყვეტილების მიმღები პირი, პასუხისმგებელი იყო საქართვლოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორული რეფორმების ზედამხედველობაზე, ასევე – თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი თაობის ინოვაციური საკანონმდებლო პაკეტის მიღებაზე, რისთვისაც 2018 წელს მან მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს  „მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე“ ჯილდო.

საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით კონსულტანტისა და მრჩევლის რანგში ბ-ნ ზოიძეს დაგროვილი აქვს 20 წელიწადზე მეტი ხნის გამოცდილება ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროცესში, როგორიცაა: გაეროს ორგანიზაციები (მ.შ. ჯანმო), მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, აშშ განვითარების სააგენტო, იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსი, გლობალური ფონდი, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის და სხვა მრავალმხრივი თუ ორმხრივი განვითარების მხარდამჭერი ორგანიზაციები. ამ პოზიციებზე მუშაობისას იგი ხელმძღვანელობდა ან აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალურ ან ეროვნულ დონეზე განხორციელებულ ინიციატივებსა და ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და იმპლემენტაციის ღონისძიებებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თხუთმეტ ქვეყანაში.

აკაკო ზოიძეს აქვს ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების მეცნიერული კვლევის 15 წელიწადზე მეტი ხნის გამოცდილება. იგი არის რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული 20-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი. 2020 წელს იგი არჩეულ იქნა ილიას უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორად და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების სწავლების მიმართულებით.

 

LinkedIn | ResearchGate