თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსების პროექტი

პროექტი „თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსება“ განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ (საგრანტო ხელშეკრულება No: RFA-GC6-001-DT) დასავლეთ საქართველოში თემის მობილიზაციის ინიციატივის ხელშეწყობის პროექტის ფაგლებში. პროექტი განხორციელდა „ქეა ინტერნეიშენალის“ კავკასიის წარმომადგენლობის ადმინისტრირებით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ პროექტის განხორციელება დაიწყო 2003 წლის აგვისტოში და დაასრულა 2004 წლის აგვისტოში.

თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსების პროექტის მთავარი მიზანი იყო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში არსებული ბარიერების შემცირება სამიზნე თემების ღარიბი მოსახლეობისთვის თემის მიერ მართული ჯანდაცვის პროგრამების შემუშავების საშუალებით, რომლის ფარგლებში ხდება წინასწარ გადახდის საფუძველზე თემის ფინანსური რესურსების (ჯანდაცვისთვის განკუთვნილი) მობილიზაცია.

საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ განსაზღვრა შემდეგი ამოცანები:

12-18 მდგრად თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსების პროგრამის შემუშავება შერჩეულ გეოგრაფიულ ზონებში თემების და ადგილობრივი ჯანდაცვის პროვაიდერების მონაწილეობით;
თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსების პროგრამების გამოყენება თემებში ყველაზე ღარიბი მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით;
თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსების პროგრამების მართვის ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარება;
თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსების პროგრამების მომავალი მდგრადობის უზრუნველყოფა.
პროექტის განხორციელების დროს შემდეგი ნაბიჯები გადაიდგა:

დასავლეთ საქართველოს 6 რეგიონში სიტუაციის შეფასება საწყის ეტაპზე;
თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსების პროგრამის განხორციელებაში დაინტერესებული თემების განსაზღვრა;
თითოეულ შერჩეულ თემზე მორგებული, თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსების პროგრამის შემუშავება ადგილობრივი თემების მონაწილეობით;
შექმნილი პროგრამების წარდგენა თემზე დაფუძნებული ორგანიზაციისთვის სემინარების საშუალებით;
თემის წარმომადგენელი ჯგუფების და ჯანდაცვის პროვაიდერების ტრენინგის საჭიროებების განსაზღვრა;
ტრენინგის მასალების მომზადება თემებისთვის და ჯანდაცვის პროვაიდრებისთვის მათი საჭიროებების მიხედვით;
ფონდის მენეჯერების და ჯანდაცვის პროვაიდერების ტრენინგი;
თემზე მორგებული ჯანდაცვის დაფინანსების პროგრამების განხორციელების დაწყება 8 სამიზნე თემში.