ფარმაცევტული კვლევის მეოთხე ეტაპის შედეგები გამოქვეყნდა

საერთაშორისო ფონდი ‘კურაციო’ ფარმაცევტული კვლევის მეოთხე ეტაპის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა 2009 წლის საკანონმდებლო ცვლილებების ზეგავლენის შესწავლა მედიკამენტთა ხელმისაწვდომობაზე და ფასზე 2009-2012 წლებში. კვლევისთვის შერჩეული მედიკამენტთა ნუსხა მოიცავდა 52 ორიგინალ ბრენდ მედიკამენტს და მათ ექვივალენტ დაბალფასიანი გენერიული დასახელების მედიკამენტს. თბილისში, იმერეთში, კახეთში, აჭარაში, ქვემო ქართლში და სამეგრელოში გამოკვლეულ იქნა პსპ/ავერსი/ჯიპისის სააფთიაქო ქსელები, დამოუკიდებელი აფთიაქები, […]

მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ცვლილება 2009-2011 წლებში საქართველოში

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ დაასრულა მუშაობა კვლევაზე: “საქართველოში მედიკამენტების ფასები, ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა”. კვლევა განხორციელდა 2009-2011 წლებში სამ ეტაპად. კვლევის მთავარი მიზანი მედიკამენტებზე მოსახლეობის ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა. სამი წლის მანძილზე საქართველოში არსებული აფთიაქებსა და სხვადასხვა სახის მედიკამენტებზე დაკვირვების საფუძველზე საერთაშორისო ფონდმა ”კურაციომ” შეისწავლა ფარმაცევტულ სექტორში არსებული პრაქტიკა, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კი შეიმუშავა […]

დისკუსია ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკის შესახებ

16 დეკემბერს, საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ბრიტანულ-ქართულ პროფესიულ ქსელთან (UGPN) თანამშრომლობით უმასპინძლა სადისკუსიო კლუბს ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებზე. შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებული ფსიქიკური ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების სისტემის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავებაზე, სახელდობრ, იმაზე თუ როგორ შეიძლება მომსახურების ორგანიზება პირველადი ჯანდაცვის დონეზე საავადმყოფოებში და თავშესაფრებში. დისკუსიები გაიმართა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კვლევის მტკიცებულებების პოლიტიკის შემუშავებაში გამოყენების […]

პოლიტიკის და პოლიტიკის ციკლის ტრენინგის შეჯამება

საქართველოში გრძელ-ვადიანი რეფორმების წამოწყების შედეგად გაჩნდა დიდი მოთხოვნა მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას შორის თანამშრომლობაზე მაღალი ხარისხის მტკიცებულებათა მოპოვების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკისადმი მზარდი მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით. საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „კურაციომ“, რომელიც მუდმივად ცდილობს განავითაროს არასამთავრობო ორგანიზაციების უნარი უზრუნველყონ მტკიცებულებები პოლიტიკის შემუშავების პროცესში, ორგანიზება გაუკეთა 20 წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეკრებას ბაზალეთში. ღონისძიება პროექტის “სამოქალაქო […]

საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების ახალი პრინციპი

საერთაშირისო ფონდმა „კურაციომ“ ბრიტანეთი-საქართველოს პროფესიულ ქსელთან თანამშრომლობით მოაწყო სადისკუსიო კლუბი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობიერების ასამაღლებლად კანონპროექტის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ 10 აგვისტოს იქნა მიღებული და 2009 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდა. კანონპროექტი შემუშავდა საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ ტექნიკური მხარდაჭერით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებული პროექტის CoReform-ის […]

პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICPC2) გამოყენების შესახებ ტრენინგის პირველი ეტაპის დასრულება აღინიშნა

2009 მაისის თვეში დაიწყო ტრეინინგების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეებს მიეღოთ ინფორმაცია ამბულატორიულ მომსახურებაში, პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICPC2) გამოყენების შესახებ. 3 თვის მანძილზე ტრენინგის კურსი გაიარა 28 ჯანდაცვის ობიექტის 130-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2009 24 ივლისს, საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის – CoReform ეგიდით უმასპინძლა დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც გაიმართა ჰოსპიტალური, […]