ივდითი ჩიქოვანი
კვლევითი დეპარტამენტის უფროსი, ექიმი

დოქტორი ივდითი ჩიქოვანი CIF-ში 2000 წელს მოვიდა და ჩაერთო მნიშვნელოვან ოპერატიულ და კვლევით პროექტებში მენეჯერის თანაშემწის, მკვლევრის, ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების ოფიცრის, პროგრამის მენეჯერისა და კვლევის დეპარტამენტის უფროსის რანგში. იგი 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ჯანდაცვის სფეროში, გააჩნია პროფესიული გამოცდილება გადამდები დაავადების ზედამხედველობის – მათ შორის, აივ და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების დარგში. მან გაუწია კონსულტაცია საქართველოს ხელისუფლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაციული განვითარების პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით. დოქტორ ი. ჩიქოვანის პროფესიული ინტერესების სფერო ასევე მოიცავს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს. მას მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე კვლევით პროექტში და იყო ექსპერტი რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი დონორებისთვის.

ResearchGate