დარეგისტრირდით კონსულტანტად
თუ გსურთ ექსპერტად მუშაობა და საერთაშორისო ფონდი კურაციოს პროექტებში მონაწილეობა, გთხოვთ დარეგისტრირდეთ კონსულტანტების ბაზაში. ჩვენ განვიხილავთ თქვენს ექსპერტულ ცოდნას, გამოცდილებას და უნარებს და შესაბამის სფეროში, პროექტის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებლობა მოგეცემათ მონაწილეობა მიიღოთ მის განხორციელებაში.
30-წლიანი საქმიანობის მანძილზე, საერთაშორისო ფონდ კურაციოს შესაძლებლობა ჰქონდა 30-ზე მეტ ქვეყანაში 200-ზე მეტი პროექტი და 200-მდე კვლევა განეხორციელებინა. ჩვენი ექსპერტიზის სფეროებია: ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება, ჯანდაცვის დაფინანსება, ჯანდაცვის კვლევა, ჯანდაცვის საინფორმაციო და მართვის სისტემები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა/დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, აივ/შიდსი-დაავადებათა ზედამხედველობა, არაგადამდები და გადამდები დაავადებები, პროექტის მომზადება, განხორციელების მართვა, მონიტორინგი და შეფასება, პროექტების და პროგრამების შეფასება.
რატომ უნდა დარეგისტრირდეთ?
ბაზაში დარეგისტრირება კონსულტანტს შესაძლებლობას აძლევს: 1. იმუშაოს ჯანდაცვის ისეთ წამყვან ორგანიზაციებთან, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI), აივ/შიდსთან, ტუბერკულიოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და სხვა; 2. მიიღოს ექსპერტად მუშაობის შესაძლებლობა საერთაშორისო დონეზე და გაიფართოვოს ექსპერტული ცოდნის სფერო 3. მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ .
ძირითადი მოთხოვნები
მშესაბამის სფეროში ექსპერტად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება.
სარეგისტრაციო ფორმა
სარეგისტრაციო ფორმა
გახდი ჩვენი კონსულტანტი
თუ დაინტერესებული ხართ, თქვენი ექსპერტული ცოდნა გამოიყენოთ ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით, დარეგისტრირდით კურაციოს კონსულტანტად და ჩაერთეთ ფონდის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებში.
რეგისტრაცია