ახალი ბარომეტრი – კვლევა ფარმაცევტული სექტორის შესახებ

საერთაშორისო ფონდი კურაციო აქვეყნებს ახალ ბარომეტრს, კვლევას
ფარმაცევტული სექტორის შესახებ. კვლევის მიზანია შეისწავლოს ინფლაციის
დონის მაჩვენებელი ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფზე ფარმაცევტულ
პროდუქტებზე აქცენტით.

კვლევა მოიცავს 2023 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებს – ინფლაციის
დონის მაჩვენებლებს ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფზე კერძოდ კი
ფარმაცევტულ საშუალებებზე.

კვლევა ხაზს უსვავს ფარმაცევტული დანახარჯებით გამოწვეულ პრობლემებს
რომელიც კვლავ აქტუალური რჩება საქართველოს მოსახლეობისთვის, თუმცა
მნიშვნელოვანი პოზიტიური დასკვნაა, რომ ბოლოდროინდელი მონაცემები,
ახლად განხორციელებული რეფორმების, კერძოდ, თურქეთიდან წამლის
პარალელური იმპორტის დაშვების და რეფერენტული ფასწარმოქმნის
დანერგვის შესაძლო დადებით შედეგებზე მიუთითებს. კვლევის შედეგები
დეტალურად იხილეთ დოკუმენტში.

კვლევა მოამზადდა პროექტის ფარგლებში რომლის სახელწოდებაა
„ფარმაცევტულ სექტორში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის
ხელშეწყობა მტკიცებულებების წარმოქმნით და სამოქალაქო ჩართულობის
ხელშეწყობით.“ პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ფონდი კურაციოს,
სოციალური განტოლების ჰაბის და საზოგადოება კომუნიკოს მიერ.
კვლევა ჩაატარა საერთაშორისო ფონდმა კურაციომ, აშშ-ს საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის
პროგრამის მხარდაჭერით.

დოკუმენტის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი
დახმარების წყალობით, ამერიკის  შეერთებული შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

წინამდებარე ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია საერთაშორისო ფონდი
კურაციო და ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის
შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ჩამოტვირთეთ კვლევის მიგნებები. 

ახალი ამბები