COVID-19 პანდემიის გავლენა ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

COVID-19-ის პანდემიამ დიდი გავლენა იქონია მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პანდემიის დაწყებიდან ორი წლის შემდეგაც კი, მსოფლიოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენა აშკარა და დრამატულია. Ძალიან მწირია მტკიცებულებები იმაზე თუ რა გავლენა აქვს COVID-19-ს  საქართველოს მოსახლეობაზე, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მოცემული დოკუმენტი მიმოიხილავს COVID-19 პანდემიის გავლენას აღნიშნული ჯგუფის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. Ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ ამ თემაზე მტკიცებულებების შეგროვება დაეხმარება საქართველოში დაინტერესებულ მხარეებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრიორიტეტების ადვოკატირებაში, ასევე ხელმისაწვდომი სერვისების განვითარებაში, რომლებიც მორგებული იქნება აღნიშნული მოსახლეობის საჭიროებებზე.

დოკუმენტი CIF-მ მოამზადა სტრატეგიული პოლიტიკის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში, რომლის ავტორები არიან სტიპენდიანტები (ანი ხაჩიძე, რატი ლელუაშვილი, თამარ ლეონიძე, რუსუდან მესხი და მარიამ ნადირაძე) და ალისა წულაძე. პროგრამა ამოქმედდა, როგორც K2P მენტორობის პროგრამის ნაწილი HPSR-ისთვის და მიწოდების მეცნიერებისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. პროექტს აფინანსებს ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების კვლევის ალიანსი.

ჩამოტვირთეთ ანგარიში სრულად.

ახალი ამბები