საკონსულტაციო შეხვედრა ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების ახალი მოდელის შესათავაზებლად

2019 წლის 23 სექტემბერს საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ გამართა გაფართოებული
სამუშაო შეხვედრა, რომელიც ჩატარდა „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ტექნიკური
დახმარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტუბერკულოზის პრევენციის,
შემთხვევების გამოვლენისა და მკურნალობის ხარისხის ამაღლების მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით :

  • GeneXpert ტექნოლოგიის საფუძველზე FAST სტრატეგიის ქვეყნის მასშტაბით დანერგვა და მათი გამოყენების შემდგომი გაფართოების მხარდაჭერა
  • კონტაქტების კვლევა და ჯანდაცვის მუშაკებში ტუბერკულოზის ზედამხედველობის პროგრამა
  • ჯანდაცვის მუშაკთა ტბ ეპიდზედამხედველობის რეესტრის შექმნა
  • ტუბერკულოზის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების დაფინანსების ოპტიმალური მექანიზმების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა.

ეროვნული კონსულტაცია მიზნად ისახავდა ტუბერკულოზის პროგრამის დაფინანსების არსებული რეალობისა და შესაძლო გადაჭრის გზების/ცვლილებების განხოლვას. შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები :

  • ტუბერკულოზის პროგრამის ეპიდემიოლოგიური და დაფინანსების ტენდენციები 2016-2018 წლებში
  • ტუბერკულოზის სერვისების სახელმწიფო და „რეალური“ ფასები Value TB კვლევის მიხედვით
  • ტუბერკულოზის პროგრამის დაფინანსების ცვლილებების შესაძლო ვარიანტები

განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის,საერთაშორისო ფონდ კურაციოს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა.

ახალი ამბები