კვლევის ანგარიში: ჯანდაცვის სისტემის პერსპექტივები ტუბერკულოზის გამოვლენასა და მკურნალობაზე

საერთაშორისო ფონდი კურაციო აქვეყნებს კვლევის ანგარიშს თემაზე „როგორ ადაპტირდა ტუბერკულოზის პროგრამა

საქართველოში Covid 19-პანდემიისას: ჯანდაცვის სისტემის პერსპექტივები ტუბერკულოზის გამოვლენასა და მკურნალობაზე“. ანგარიშში შესწავლილია, თუ რა ცვლილებები განიცადა ტუბერკულოზის ეროვნულმა პროგრამამ კოვიდ-19 პანდემიის დროს: რა გავლენა იქონია პანდემიამ ტუბერკულოზის გამოვლენისა და მკურნალობის მაჩვენებლებზე. კვლევის მიზანი იყო, პასუხი გაეცა ორ ძირითად კითხვაზე:

  1. რა გავლენა იქონია კოვიდ-19-ით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ტუბერკულოზის სისტემის პასუხზე პანდემიის პირობებში;
  2. რა უნდა გააკეთოს ტუბერკულოზის პროგრამამ, რათა შემცირდეს კოვიდ -19 ეპიდემიის უარყოფითი გავლენა ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის სერვისებზე.

საქართველოში, ტუბერკულოზი რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემად. ბოლო ათწლეულში, ტუბერკულოზის კონტროლი მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქვეყანა კვლავ აწყდება მთელ რიგ გამოწვევებს, რომლებიც საჭიროებს ძალისხმევის გაძლიერებულად და ორგანიზებულად მიმართვას ეფექტური კონტროლის დანერგვაზე, რისთვისაც აუცილებელია პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და დაავადების ყველა ფორმის მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ახალმა კორონა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ტუბერკულოზის ეპიდემიის გამწვავება. სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ Covid-19-ით გამოწვეული პანდემიისა და დაწესებული შეზღუდვების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა ტუბერკულოზის გამოვლენის რიცხვი. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნულ სტატისტიკაზე, Covid-19-ის პანდემიის შემდეგ, ტუბერკულოზის შემთხვევების გამოვლენა, პანდემიამდე იმავე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდა. ანგარიშში გამოკვლეულია ტუბერკულოზის გამოვლენის შემცირების მიზეზები და შეფასებულია ის ცვლილებები, რომელიც ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამაში განხორციელდა. დოკუმენტში ასევე მოცემულია რიგი რეკომენდაციებისა მომავალში, მსგავსი პანდემიის დროს შესაძლო ნაბიჯების შესახებ.

საერთაშორისო ფონდი კურაციო მადლობას უხდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქვეშ არსებულ, ტროპიკულ დაავადებათა კვლევით ცენტრს (TDR/WHO), ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელმაც აღნიშნული კვლევის ჩატარება შესაძლო გახადა.

ავტორები ასევე მადლობას უხდიან ძირითად ინფორმანტებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

სრული დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ახალი ამბები

IPN: საერტაშორისო ფონდი კურაციოს პრეზიდენტის ინფორმაციით, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინა ლიმიტირებული იქნება, ქვეყანამ ყველაზე დიდი რაოდენობით კი ისეთი ვაქცინა უნდა მიიღოს, რომელსაც 2-8 გრადუსზე სჭირდება შენახვა

საქართველოში Covid 19-პანდემიისას: ჯანდაცვის სისტემის პერსპექტივები ტუბერკულოზის გამოვლენასა და მკურნალობაზე“. ანგარიშში შესწავლილია, თუ რა ცვლილებები განიცადა ტუბერკულოზის ეროვნულმა პროგრამამ კოვიდ-19 პანდემიის დროს: რა გავლენა იქონია პანდემიამ ტუბერკულოზის გამოვლენისა და მკურნალობის მაჩვენებლებზე. კვლევის მიზანი იყო, პასუხი გაეცა ორ ძირითად კითხვაზე.