საქართველოს გამოცდილება: იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის ტრანზიცია დონორული დაფინანსებიდან

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ გამოაქვეყნა ახალი კვლევის ანგარიში თემაზე „საქართველოს გამოცდილება: იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის ტრანზიცია დონორული დაფინანსებიდან“. ანგარიში ასახავს იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის GAVI-ს მხარდაჭერის მექანიზმიდან გარდამავალ პერიოდს და პასუხობს მთავარ კითხვას, თუ როგორ შენარჩუნდა იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებელი, ჯანდაცვის სისტემის ადაპტაციისა და განხორცილებული ცვლილებების გათვალისწინებით, დონორული დაფინანსებიდან ტრანზიციის შემდგომ. ამასთან ერთად, ანგარიში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა პოლიტიკის  კონტექსტუალური და შინაარსობრივი ფაქტორების, აქტორებისა და სხვა  პროცესების განსაზღვრა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს გარდამავალ პერიოდში

კვლევა  განხორციელდა ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის (AHPSR/WHO) მხარდაჭერითა და დაფინანსებით. ალიანსი მხარდაჭერილია როგორც ძირითადი, ასევე მიზნობრივი დაფინანსების წყაროებით. ალიანსის დონორთა სრული სია ხელმისაწვდომია აქ: https://ahpsr.who.int/about-us/funders

მკვლევართა ჯგუფი დიდ მადლობა უხდის Dr. Zubin Shroff, Dr. Susan Sparkes and Dr. Maria Skarphedinsdottir მათი წვლილისა და ტექნიკური მხარდაჭერისთვის.

ავტორები ასევე მადლობას უხდიან ძირითად ინფორმანტებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

სრული დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

 

ახალი ამბები