საერთაშორისო ფონდი კურაციო კონფერენციაზე – AIDS2018

‘საერთაშორისო ფონდი კურაციო’ უერთდება შიდსის 22-ე საერთაშორისო კონფერენციას (AIDS2018), რომელიც ტარდება ამსტერდამში 22-27 ივლისს.

მკვლევარები ნათია შენგელია და ლელა სულაბერიძე საქართველოში შიდსისა და მასზე რეაგირების პროგრამების შესახებ უახლეს ინფორმაციას წარადგენენ. ისინი გლობალური საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოში აივ-ინფექციის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის პროგრამების მიმდინარეობის თაობაზე.

23 ივლისს ‘საერთაშორისო ფონდ კურაციოს’ მკვლევარი ლელა სულაბერიძე მონაწილეობას მიიღებს პანელურ სესიაში თემაზე: „აივ და ფტიზიატრიული პროგრამების დონორული მხარდაჭერის რეჟიმიდან გასვლა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში: კოლექტიური ძალისხმევა ეფექტური რეაგირებისათვის“.

ლელა ისაუბრებს აივ და ფტიზიატრიული პროგრამებისათვის საჭირო შესყიდვებისა და დონორული მხარდაჭერის რეჟიმიდან გასვლის უარყოფითი ზეგავლენის შერბილების სტრატეგიებზე საქართველოში ჩატარებული თემატური კვლევის მაგალითზე, რომელიც გლობალური ფონდის მხარდაჭერის გარდამავალი ქვეყნების სიაშია. ბულგარეთისა და ესტონეთის წარმომადგენლები ისაუბრებენ განსხვავებულ მაგალითებზე, თუ რა პრობლემებთან უწევთ შეჯახება ქვეყნებს გლობალური ფონდის მხარდაჭერის რეჟიმიდან გასვლის შემდეგ და, თუ რა სტრატეგიები იქნა გამოყენებული ამ ქვეყნების მიერ მხარდაჭერის რეჟიმიდან გასვლის არასასურველი ზეგავლენის შესარბილებლად.

სესიის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ კონფერენციის პროგრამაში.

25 ივლისიდან ‘საერთაშორისო ფონდ კურაციოს’ მკვლევარები კონფერენციის ჰოლში გამოჰფენენ პოსტერებს, უახლესი კვლევების შედეგების წარმოსადგენად. პოსტერების ხილვა ასევე შესაძლებელია ვებ-გვერდზე:

  1. ზიანის შემცირების პროგრამისა და ქცევითი ფაქტორების კორელაცია C ჰეპატიტის ანტისხეულებზე ტესტირების პოზიტიურ შედეგებთან ინტრავენურ ნარკომანებში საქართველოში.
  2. აივ ახალი შემთხვევებისა და გავრცელების ტენდენციები ჰომოსექსუალ მამაკაცებში საქართველოში 2010-2015 წლებში.

ახალი ამბები