მიმდინარე ტალღა მიზნად ისახავს შეაჯამოს საყოველთაო პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს სამედიცინო ბაზრის სტრუქტურული ფაქტორები, მისი შედეგები/პრობლემები და პრობლემის აღმოფხვრის შესაძლო მექანიზმები
დოკუმენტის მიზანია მედიკამენტების ფასების რეგულირების ერთერთი ფართოდ გავრცელებული მექანიზმის – გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის (გრფ) პოლიტიკის შედეგების მიმოხილვა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით
სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს, რომ გარე რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკა მედიკამენტებზე ფასებს ამცირებს და ასევე ამცირებს მოსახლეობის და/ან მთავრობის დანახარჯებს.
ბარომეტრის მე-11 ტალღა საქართველოს ფარმაცევტულ სექტორს მიმოიხილავს – აანალიზებს არსებულ სურათს, აფასებს სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ხაზს უსვამს სფეროში არსებულ მიღწევებს და გამოწვევებს.
ისინი აწარმოებენ მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ გადაარჩინონ სიცოცხლე და ამავდროულად ხელოვნურად ზღუდავენ ხელმისაწვდომობას ამ მედეიკამენტებზე, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არ არიან მსყიდველობით-უნარიანები და იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც არ წარმოადგენენ მათთვის კომერციულ ინტერსს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინის ცვლილება ჯანდაცვის სფეროს წარმატებად სახელდება, რაც გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარების შემოსავლის მიხედვით დაჯგუფებას და თითოეული ჯგუფისთვის დიფერენცირებული პაკეტის მიწოდებას. გარდა ამისა, უმწეო მოსახლეობისთვისს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას.
სტატუსი: დახურული პროექტი შესავალი და ზოგადი მიმოხილვა პროექტის მიზანია აფთიაქებში მედიკამენტების ფასებსა და ხელმისაწვდომობაზე მტკიცებულებებისა და ინფორმაციის მოპოვება; რეცეპტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმების აღსრულება; ასევე ფარმაცევტულ მრეწველობაში არსებული პრაქტიკის შესახებ ჯანდაცვის პოლიტიკის ინფორმირება აღნიშნული პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. კვლევაში მონაწილე ორგანიზაციები საერთაშორისო…
ვიდეო ინტერვიუ ფარმაცევტული ბაზრის კვლევის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, როგორიცაა წამლის ფასის ზრდის მიზეზები საქართველოში, მედიკამენტების ფასები რეცეპტის ინსტიტუტის პირობებში, ფარმაცევტული სექტორის ქცევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და სხვ. შენიშვნა: ინტერვიუ სულ ექვსი ნაწილისგან შედგება. ამჯერად ქვეყნდება პირველი ოთხი ნაწილი. ნაწილი 1: კვლევის მიზანი…
საერთაშორისო ფონდი კურაციო ფარმაცევტული კვლევის მეხუთე ტალღის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა მიზნად ისახავს მედიკამენტების ფასებისა და ფიზიკური ხელმისაწვდომობის შეფასებას, ჯანდაცვის პოლიტიკის ინფორმირებას და მისი გაუმჯობესების ხელშეწყობას. წარმოდგენილი კვლევის ანალიზი ეფუძნება, როგორც მიმდინარე, ასევე წინა 4 ტალღის შედეგებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდმა კურაციომ…
საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეექვსე ტალღაში აფასებს მიმდინარე მოვლენებს. ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მიგნებები კვლევაში მონაწილე ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების ნააზრევს ეყრდნობა და ამავდროულად დარდება სხვა (ანგარიშში მითითებული) წყაროების მიერ წარმოდგენილ სტატისტიკას, ჯანდაცვის სფეროში…