საერთაშორისო ფონდი კურაციოს გუნდის ძალისხმევით შემუშავდა პლატფორმა მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ხელშეწყობისთვის, რომელიც ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების კვლევის ალიანსის მიერ დაფინანსებული პროექტის – პოლიტიკის საინფორმაციო პლატფორმა – ფარგლებში განხორციელდა.

ზემოხსენებული პროექტი მიზნად ისახავს პოლიტიკის შემქმნელებისა და გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის საინტერესო თემებზე რელევანტური, სანდო, ადვილად ხელმისაწვდომი და დროული ინფორმაციის მიწოდებას.

პლატფორმაზე ზოგადად შესაძლებელია განთავსდეს მტკიცებულებები, რომლებიც მომდინარეობს საქართველოს, მისი მეზობელი ქვეყნების და მსოფლიო მასშტაბით დაგროვებული გამოცდილებიდან. პლატფორმის შიგთავსი პასუხობს იმ პრიორიტეტებს, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის წინაშე დგება.

პროექტის ფარგლებში მომზადებულიადოკუმენტები ხელმისაწვდომია, შესაბამისი ბიბლიოგრაფიით. ბიბლიოთეკაში თავმოყრილ ლიტერატურაზე წვდომისთვის დარეგისტრირდით Zotero-ს პლათფორმაზე და მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ბმულებს.

დოკუმენტი წარმოადგენს ფთიზიატრიული დახმარების სერვისების პირველადი ჯანდაცვის დონეზე მიწოდების მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის მოკლე შეჯამებას დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებისა და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების მაგალითზე. იგი ბოლო პერიოდში განხორციელებული ჩარევებისა და დაგროვილი გამოცდილების შესახებ 2007-2017წწ. გამოქვეყნებული ანგარიშების ანალიზს ეყრდნობა. ეს მიმოხილვა გამოადგება მკითხველთა ფართო წრეს, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებთ, ჯანდაცვის მკვლევარებისა და მენეჯერებს, რომლებსაც სურთ გაიღმავონ ცოდნა ტუბერკულოზის პირველადი ჯანდაცვის რგოლის დონეზე მართვის საკითხებში.

დოკუმენტი მიზნად ისახავს წარმოადგინოს მტკიცებულებები ტუბერკულოზის სფეროში შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების შესახებ. დოკუმენტი მომზადებულია უახლესი სამეცნიერო მტკიცებულებების მიმოხილვის საფუძველზე. ძირითად სამიზნე აუდიტორიას მიეკუთვნება: გადაწყვეტილების მიმღები პირები, ჯანდაცვის მენეჯერები და სხვა დაინტერესებული პირები, რომელთაც სურთ შეიტყონ მეტი შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების სქემების შესახებ.

მიმოხილვა წარმოგვიდგენს მტკიცებულებებს შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების სქემების გამოყენების თაობაზე პირველადი ჯანდაცვის, განსაკუთრებით იმუნიზაციის სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რომლებიც მომდინარეობს დაბალი და საშუალოზე-დაბალი შემოსავლების ქვეყნებში დაგროვებული გამოცდილებიდან. მტკიცებულებების ნაკრები ეფუძნება უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას (სტატიები, კვლევითი ანგარიშები) და სამიზნე აუდიტორიად მოიაზრებს პოლიტიკის შემქმნელებს, ჯანდაცვის დაწესებულებების მენეჯერებს და ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს ჯანდაცვაში შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების სქემების გამოყენების თვალსაზრისით ცოდნის გაღრმავება.

მიმოხილვა ეფუძნება შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების (RBF) მოდელის ხარჯებზე არსებულ ლიტერატურას.

მიმოხილვა ჯანდაცვის ხარჯების შეკავების სტრატეგიებზე მსჯელობს. იგი ძირითადად განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას ეფუძნება, თუმცა შინაარსი აქტუალურია საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის, სადაც ჯანდაცვის ხარჯების ზრდა აღინიშნება. გეაცანით პრეზენტაციას სრულად.

მიმოხილვის თემაა ჯანდაცვის ხარჯების მონიტორინგი  ჯანდაცვის ინდიკატორების ანალიზის გზით. იგი წარმოგვიდგენს ინდიკატორების შერჩევის პრინციპებს და გვაწვდის რამდენიმე მაღალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნის მაგალითს. მიმოხილვა განკუთვნილია ჯანდაცვის პროგრამების მენეჯერებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის.

მიმოხილვა აერთიანებს დედათა ჯანმრთელობის სერვისების ხარჯების შესახებ არსებულ მტკიცებულებებს. დოკუმენტი ასევე მოიცავს საკეისრო კვეთების გადაჭარბებულ გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯების შეკავების მოკლე მიმოხილვას. დოკუმენტი განკუთვნილია ჯანდაცვის პროგრამების მენეჯერების, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და დაწესებულებს მენეჯერებისთვის. ბიბლიოთეკაში თავმოყრილ ლიტერატურაზე წვდომისთვის მიჰყევით ბმულს, დარეგისტრირდით Zotero-ს გვერდზე და შეუერთდით ჯგუფს.