ივდითი ჩიქოვანი
მკვლევარი, ექიმი

ივდითი ჩიქოვანს აქვს 20 წელიწადზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პოლიტიკის ადვოკატირების სფეროებში, იმუნიზაციის, ინფექციური დაავადებების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებებით.

იგი საერთაშორისო ფონდ კურაციოს 2000 წელს შემოუერთდა  და მას შემდეგ პროგრამის ასისტენტობიდან კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციამდე სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. ამჟამად იგი არის საერთაშორისო ფონდ კურაციოს კვლევის კონსულტანტი და ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. 

დოქ. ი. ჩიქოვანს, როგორც მკვლევარს და შემფასებელს, დაგროვილი აქვს გამოცდილება დონორული პროგრამების მდგრადობის უზრუნველყოფისა და ამ პროგრამებიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე ტრანზიციის სფეროებში. იგი დაეხმარა საქართველოს მთავრობას COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული პროგრამისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. 

ივდითი ჩიქოვანი კარგად არის გათვითცნობიერებული კვლევის სხვადასხვა მეთოდებში, ასევე – სამეცნიერო  მტკიცებულებების სინთეზისა და მიმოხილვის საფუძველზე კვლევითი ნაშრომების მომზადებაში. იგი შემფასებლის რანგში მონაწილეობდა მთელი რიგი საკონსულტაციო კონტრაქტების შესრულებაში. ივდითი არის რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.

LinkedInResearchGate