ნათია შენგელია
მკვლევარი

ნათია შენგელია 2011 წელს შემოუერთდა საერთაშორისო ფონდი კურაციოს მისი სამუშაო გამოცდილება ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების კვლევების სფეროში 10 წელზე მეტს მოიცავს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევითი პროექტების მიმართულებით იგი მუშაობდა როგორც პროგრამის ასისტენტის, ასევე მკვლევარის და კონსულტანტის რანგში. მისი მუშაობის მანძილზე იგი ჩართული იყო მთელ რიგ სამეცნიერო-კვლევით პროექტებში, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა თემატიკას, როგორიცაა: აივ ინფექცია/შიდსის, საკვანძო პოპულაციების (ნიმ, კსმქ, მსმ) ქცევაზე ზედამხედველობისა და პოპულაციის ზომის განსაზღვრის კვლევა, არაგადამდები დაავადებების კვლევა, ჰეპატიტი C-ს, ტუბერკულოზის, ფარმაცევტული და სერვისების ღირებულებების შესწავლის და ფსიქიკური ჯანმრთელობის შემსწავლელი კვლევები. ნათია მონაწილეობს და საკუთარი წვლილი შეაქვს პროექტების განხორციელების ყველა ეტაპზე, ლიტერატურის მიმოხილვის, კვლევითი ინსტრუმენტის შემუშავებისა და  მონაცემთა შეგროვებიდან დაწყებული კვლევითი ანგარიშისა და აკადემიური სტატიების მომზადებით, კვლევის შედეგების საერთაშორისო კონფერენციებზე დისემინაციითა და კვლევის ძირითადი მიგნებების დაინტერესებულ მხარეებთან განხილვით დამთავრებული. ნათია შენგელია აგრეთვე არის  საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის თანაავტორი.

Linkedin   | ResearchGate