ანგარიში 20 წლიანი საქმიანობის შესახებ
საიუბილეო ანგარიში “ჯანადცვის 20 წელი” თანმიმდევრობით აღწერს საბჭოეთა კავშირის დაშლიდან დღემდე მიმდინარე ძირეულ მოვლენებს, რომლებიც ჯანდაცვის სფეროს ისტორიას ქმნიან.
მოყვანილი ფაქტობრივი ინფორმაცია ეფუძნება რამდენიმე მნიშვნელოვან გამოცემას და იმ ადამიანთა მონათხრობს, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ისტორიაში განხორციელებული ძირეული ცვლილებების ინიციატორები, განმახორციელებლები ან მოწმენი იყვნენ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.
თანდართული დოკუმენტური ფოტომასალა და ინფოგრაფიკა მკითხველს 20-წლიანი ისტორიის წარმოსახვითი სურათის შექმნაში ეხმარება.
ანგარიში ფონდის 15 წლიანი საქმიანობის შესახებ
15 წლის საქმიანობის შემაჯამებელი საიუბილეო ანგარიში ასახავს 1994 წლის შემდეგ ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო ფონდ კურაციოს ძირითად მიღწევებს და ნათელს ჰფენს მის მიერ სფეროს განვითარებაში შეტანილ წვლილს. მასში აგრეთვე ასახულია ორგანიზაციის სამომავლო გეგმები. გამოქვეყნდა 2009 წლის დეკემბერში.