ანა ჩუბინიშვილი ფონდს შემოუერთდა 2021 წელს, როგორც პროექტის ასისტენტი. პროექტის მენეჯერის უშუალო ზედამხედველობით იგი მხარს უჭერს მიმდინარე პროექტების განხორციელების ვადებსა და მასშტაბს შორის ბალანსის დაცვას და ყველა სათანადო მხარეს შორის შეუფერხებელ კომუნიკაციას. იგი ჩართულია პროექტის განხორციელების სხვადასხვა ფაზაში და ასრულებს სამუშაოთა ფართო სპექტრს დაგეგმილი შედეგების მიღწევის მიზნით.