დირექტორთა საბჭო

დირექტორთა საბჭო ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა. საბჭო, რომელსაც თავმჯდომარე უდგას სათავეში, 7 წევრისგან შედგება, რომელთა არჩევაც სამი წლის ვადით, ხელახალი არჩევის შესაძლებლობით ხდება. წევრობისათვის მაქსიმალური პერიოდი 9 წელია. საბჭო დაკომპლექტებულია საჯარო და კერძო სექტორის, აკადემიური დაწესებულებების, ჯანდაცვის და სხვა სფეროების წარმომადგენლებით.

საბჭოს შეხვედრები წელიწადში, სულ მცირე ორჯერ იმართება. შეხვედრაზე ხდება ფონდის მუშაობის შეჯამება, არსებული პოლიტიკის გადახედვა, მუშავდება სტრატეგიული ამოცანები და განისაზღვრება ახალი მიზნები ფონდის ზედა რგოლის მენეჯმენტისთვის. საერთაშორისო ფონდ კურაციოს სწრაფი და პროგრესული განვითარება მნიშვნელოვნად განაპირობა საბჭოს მხარდაჭერამ ყველა საჭირო მომენტში.

დირექტორთა საბჭოს წევრები:

ბიძინა მგალობლიშვილი, ექიმი

დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

ბიძინა მგალობლიშვილი დირექტორთა საბჭოს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. წლების მანძილზე მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ფსიქიატრიის დარგის განვითარებაში. ამჟამად იგი არის თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის გენერალური დირექტორი. 90-იან წლებში მან სამედიცინო განათლება ნ.პ ოგორიოვის სახელობის სანარნსკის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო. განსაკუთრებით დიდია მისი როლი საერთაშორისო ფონდ ”კურაციოს” განვითარების საქმეში საბჭოს თავმჯდომარეობის 6 წლის მანძილზე.

გიორგი თავხელიძე, ფინანსისტი

დირექტორთა საბჭოს წევრი

გიორგი თავხელიძე დირექტორთა საბჭოს 2008 წელს შეუერთდა. 2007 წლიდან იგი არის მარკეტინგის დირექ¬ტორი ჰოლანდიურ-ქართულ დეველოპერულ კომპა¬ნიაში ,,ქარვასლა”, ხოლო დეველოპერული კომპანიის ”კორპორაცია ჩემი სახლი”- დირექტორი. 1996-2001 ხელმძღვანელობდა მარკეტინგის მიმართულებას სხ¬ვადასხვა ორგანიზაციებში, როგორც მატერიალური ისე არამატერიალური პროდუქტის განხრით. მას დიდი წვლილი მიუძღვის პირველი კერძო საპენ¬სიო სქემის შესახებ საზოგადოების ინფორმირების და საკითხისადმი ინტერესის სტიმულირების კუთხით, ხელმძღვანელობდა რა პირველი კერძო საპენსიო სქემის დანერგვისკენ მიმართულ მარკეტინგულ კამპანიას 2001-2002 წლებში. 2004-2005 წლებში კი საპენსიო პროექტის კოორდინატორი იყო.2003-2004 წლებში ხელმძღვანელობდა მსოფლიო ბანკის ”საქართველოს სოციალური დაცვის რეფორმის პროექტის” მარკეტინგულ კომპონენტს.