მაია უჩანეიშვილი ფონდს 2011 წელს შემოუერთდა და ამჟამად ხელმძღვანელობს კვლევით განყოფილებას. ამ პოზიციაზე იგი პასუხისმგებელია ორგანიზაციაში მიმდინარე ყველა კვლევითი პროექტის დაგეგმვის, განხორციელებისა და დასრულების საკითხებზე. იმავდროულად, იგი ჩართულია ახალი კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობათა მოძიებაში, იდეურ დამუშავებაში, კვლევითი წინადადებების ჩამოყალიბებასა და პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებაში. იგი პასუხისმგებელია კვლევითი განყოფილების საქმიანობის, ასევე – წარმატების რამდენიმე ინდიკატორის მიმდინარე სტატუსზე რეგულარული ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებაზე. ქ-ნი მაია ასევე ხელმძღვანელობს ადგილობრივი და საერთაშორისო სტაჟირების პროგრამებს. მის კომპეტენციას განეკუთვნება აგრეთვე კვლევითი განყოფილებისა და კვლევითი გუნდის სტრატეგიული განვითარების საკითხები. იგი არის რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული რამდენიმე სამეცნიერო სტატიის თანაავტორი.