მართვის საინფორმაციო სისტემის შემუშავება
პროექტი „საქართველოს უსაფრთხო დედობის ინიციატივა“ (SMI) დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და განახორციელა ორგანიზაციამ „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ (MSH) საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“, ჯანდაცვის შესაბამისი ტექნოლოგიის პოგრამასთან (PATH) და ემორის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტი მიმდინარეობდა 2000 წლის სექტემბრიდან – 2003 წლის იანვრამდე.
პროექტი ოთხი კომპონენტისგან შედგებოდა: მართვის და საინფორმაციო სისტემების განვითარება; საზოგადოების მობილიზაცია და პროვაიდერსა და კლიენტს შორის ურთიერთქმედება; დედათა და პერინატალური დახმარების კლინიკური პრაქტიკის გაუმჯობესება; სგგდ/ანემიის გავრცელების კვლევა.
„უსაფრთხო დედობის ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში ამერიკელმა და ქართველმა ექსპერტებმა შეიმუშავეს ახალი პერინატალური მეთვალყურეობის სისტემა. სისტემა მიზნად ისახავდა უკიდურესად მნიშვნელოვანი მონაცემების მოპოვებას რეგიონულ (და ობიექტის) დონეზე გადაწყვეტილებების მისაღებად და საჭიროებებზე მორგებული გეგმის შესამუშავებლად, რაც ექსპერტების ვარაუდით მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გამუმჯობესებას გამოიწვევდა. სისტემამ საშუალება მისცა გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს დაეფიქსირებინათ რეგიონში (რაიონში) მშობიარობის შემთხვევების უმრავლესობა.