სალომე მიქაძე ადმინისტრაციული ასისტენტის რანგში საერთაშორისო ფონდ კურაციოს 2021 წელს შემოუერთდა. იგი პასუხისმგებელია მთელ რიგ საოფისე და საორგანიზაციო საქმიანობაზე, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომელთა ეფექტურ კომუნიკაციასა და მუშაობას. იგი ასევე უზრუნველყოფს ორგანიზაციის სისტემებისა და პროცესების შესაბამისობას საერთაშორისო ფონდ კურაციოს მიერ დადგენილ ორგანიზაციულ წესებთან და უწევს ადმინისტრაციულ მხარდაჭერას გუნდის ყველა წევრს მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და პროექტული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში.