„ჯანდაცვის სისტემები 20/20“, 2006-2011
„ჯანდაცვის სისტემები 20/20“ (HS 20/20) წარმოადგენს ხუთ წლიან (2006-2011) თანამშრომლობის ხელშეკრულებას.
პროექტს აფინანსებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროექტის ფარგლებში იმ ქვეყნებს, რომლებიც USAID-ის დახმარებას იღებენ, სთავაზობენ თანადგომას პრობლემების გადასჭრელად შემდეგ სფეროებში: ჯანდაცვის მართვა, ფინანსები, ოპერაციები და შესაძლებლობების განვითარება. აღნიშნული მიმართულებებზე მაუშაობის საშუალებით, პროექტი ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის, კვების და მოსახლეობისთვის განკუთვნილ სხვა მომსახურებებზე ხალხისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას.
ჯანდაცვის სისტემა 20/20 აერთიანებს ჯანდაცვის დაფინანსებას, მართვას და სამოქმედო ინიციატივების შემუშავებას. ასეთი ინტეგრირებული მიდგომის მიზანია სისტემის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში ქვეყნები იღებენ ტექნიკურ დახმარებას, მათზე გაიცემა გრანტები, ტარდება კვლევები, ვრცელდება ინფორმაცია და ა.შ.