საერთაშორისო ფონდი კურაციო (CIF) ახორციელებს მაღალხარისხიან კვლევას, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში პოლიტიკის შექმნის თვალსაზრისით; იყენებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მონაცემებსა და რეკომენდაციებს ეროვნულ, ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე; ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემების ეფექტურობისა და სტაბილურობის ამაღლებას.
საერთაშორისო ფონდი კურაციო (CIF) გადაწყვეტილების მიმღებთ აწვდის კვლევის შედეგებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, გამოიყენონ ეფექტური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემების შემცველი მიდგომები ჯანდაცვის სისტემების რეფორმირების, რესურსების განაწილების, ფუნქციონირების გაუმჯობესების ან პოლიტიკის შეფასებისას.
საერთაშორისო ფონდი კურაციო (CIF) ახორციელებს დონორების მიერ დაფინანსებული პროგრამებიდან ადგილობრივ და ეროვნულ პოლიტიკაზე გადასვლის პროცესის შეფასებას პროგრამის შედეგებზე ზემოქმედი ფაქტორების ანალიზის გზით. ეს საშუალებას გვაძლევს როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს ადგილობრივი პარტნიორებს, პროგრამის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, გამოვავლინოთ სტრატეგიული და ოპერატიული გადაწყვეტები.
საერთაშორისო ფონდი კურაციო (CIF) ახორციელებს დონორების მიერ დაფინანსებული პროგრამების ეფექტურობის, ქმედითობისა და მდგრადობის შეფასებას და გამოყოფს წარმატებებსა და მოწინავე გამოცდილებას; ხელს უწყობს ძირითადი გამოწვევებისა და შეძენილი გამოცდილების გამოვლენას, რითაც ეხმარება დონორებს სამომავლო პროექტების სტრუქტურისა და განხორციელების გზების გაუმჯობესებაში.
საერთაშორისო ფონდი კურაციო (CIF) აძლიერებს ჯანდაცვის სისტემებს ჯანდაცვის დაფინანსების ინოვაციური მიდგომების, ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების სტანდარტების ამაღლებისა და ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე მმართველობის გაძლიერების გზით.
ჩვენ ვითვალისწინებთ საჭიროებებს, ვიყენებთ ადგილობრივ რესურსს, გთავაზობთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს.