დირექტორთა საბჭო

დირექტორთა საბჭო ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა. საბჭო, რომელსაც თავმჯდომარე უდგას სათავეში, 7 წევრისგან შედგება, რომელთა არჩევაც სამი წლის ვადით, ხელახალი არჩევის შესაძლებლობით ხდება. წევრობისათვის მაქსიმალური პერიოდი 9 წელია. საბჭო დაკომპლექტებულია საჯარო და კერძო სექტორის, აკადემიური დაწესებულებების, ჯანდაცვის და სხვა სფეროების წარმომადგენლებით.

საბჭოს შეხვედრები წელიწადში, სულ მცირე ორჯერ იმართება. შეხვედრაზე ხდება ფონდის მუშაობის შეჯამება, არსებული პოლიტიკის გადახედვა, მუშავდება სტრატეგიული ამოცანები და განისაზღვრება ახალი მიზნები ფონდის ზედა რგოლის მენეჯმენტისთვის. საერთაშორისო ფონდ კურაციოს სწრაფი და პროგრესული განვითარება მნიშვნელოვნად განაპირობა საბჭოს მხარდაჭერამ ყველა საჭირო მომენტში.

დირექტორთა საბჭოს წევრები:

ბიძინა მგალობლიშვილი, ექიმი

დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

ბიძინა მგალობლიშვილი დირექტორთა საბჭოს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. წლების მანძილზე მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ფსიქიატრიის დარგის განვითარებაში. ამჟამად იგი არის თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის გენერალური დირექტორი. 90-იან წლებში მან სამედიცინო განათლება ნ.პ ოგორიოვის სახელობის სანარნსკის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო. განსაკუთრებით დიდია მისი როლი საერთაშორისო ფონდ ”კურაციოს” განვითარების საქმეში საბჭოს თავმჯდომარეობის 6 წლის მანძილზე.

 

ელენე იმნაძე, სახელმწიფო მართვის მაგისტრი

დირექტორთა საბჭოს წევრი

ელენე იმნაძე დირექტორთა საბჭოს 2008 წელს შეუერთდა. იგი მრავალი წელია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოში, აზერბაიჯანში, ბელგიასა და ყაზახეთში განხორციელებულ საგანმანათლებლო, სამართლებრივ, საჯარო ფინანსების და სტრუქტურული ერთეულების რეფორმირების პროგრამებს ხელმძღვანელობს. იგი მონაწილეობდა საქართველოს საჯარო დანახარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების შეფასების, საქართველოს საშუალო განათლების სექტორის ნოტის, საქართველოს სიღარიბის შეფასების სერიების, სახელმწიფო შესყიდვების შეფასების ანგარიშის, საქართველოს საჯარო სამსახურის ანალიზის შედგენაში. პროექტების ხელმძღვანელის სტატუსით მუშაობდა საქართველოს თავისუფალი უნივერ¬სიტეტის ცოდნის ფონდში, მას მუდმივი, თუ კონსულტანტის სტატუსით თანამშრომლობა აკავშირებს გაერთიანებული მეთოდისტური კომიტეტის ჰუმანიტარულ მისიასთან და იტალიის გაეროს ოფისთან. ქ-ნ ელენეს დამთავრებული აქვს სირაკუზის უნივერსიტეტის მაქსველის სკოლა, სადაც მან სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. დამთავრებული აქვს ასევე თბილისის სახელმწიფო უნი¬ვერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

 

ალექსანდრე (სანდრო) ცისკარიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

დირექტორთა საბჭოს წევრი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი,  ნევროლოგიისა და ნეიროქირურგის დეპარტამენტის პროფესორი, სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი , ნევროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი სამედიცინო ცენტრში „ციტო“.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის  სამკურნალო ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სანდრო ცისკარიძემ გაიარა ინტერნატურა სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტში  (1988-1989).  90-იანი წლების ბოლოს მან  მოიპოვა ევროპის ნევროლოგთა საზოგადოების სტიპენდია  და გაიარა ფელოუშიფი ლოზანის (შვეიცარია) უნივერსიტეტის ნევროლოგიურ კლინიკაში. მოგვიანებით იმავე კლინიკაში მოღვაწეობდა როგორც შვეიცარიის  ეროვნული სამეცნიერო  ფონდის  სტიპენდიანტი.სანდრო ცისკარიძემ  პროფესიული კარიერა დაიწყო გასული საუკუნის 80-იან წლებში სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტში  უმცროს  მეცნიერ თანამშრომლად. მოგვიანებით, იგი გახდა უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ინსტიტუტის სწავლული მდივანი, შემდგომ სამეცნიერო დირექტორი.სანდრო ცისკარიძე 53 სამეცნიერო სტატიის ავტორია. მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი აკადემიური ხარისხი და ჯილდო. მას მოპოვებული აქვს  მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის (PhD) და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხები . მიღებული აქვს ახალგაზრდა მკვლევარის ჯილდო ევროპის ინსულტის საბჭოსაგან, ასევე, საქართველოს ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის პ. სარაჯიშვილის სახელობის მედალი.  2005 წელს მას მიენიჭა ამერიკის ნევროლოგიური აკადემიის ბრიოუს შონბერგის საერთაშორისო ჯილდო ნეიროეპიდემიოლოგიაში, ხოლო 2010 წელს – საქართველოს ეროვნული პრემია და ვერცხლის მედალი. სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის.ბ-ნი სანდრო არის ნევროლოგიურ საზოგადოებათა ევროპული ფედერაციის ინსულტის შემსწავლელი სამეცნიერო პანელის წევრი,  ევროპის ინსულტის ორგანიზაციის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი, ჟურნალის European Neurology სარედაქციო საბჭოს წევრი.  იგი  არის  რეცენზენტი  ისეთი საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემებისა,  როგორიცაა  Stroke, Cerebrovasclar Diseases, European Neurology და Frontiers in Neurology.

 

გიორგი თავხელიძე, ფინანსისტი

დირექტორთა საბჭოს წევრი

გიორგი თავხელიძე დირექტორთა საბჭოს 2008 წელს შეუერთდა. 2007 წლიდან იგი არის მარკეტინგის დირექ¬ტორი ჰოლანდიურ-ქართულ დეველოპერულ კომპა¬ნიაში ,,ქარვასლა”, ხოლო დეველოპერული კომპანიის ”კორპორაცია ჩემი სახლი”- დირექტორი. 1996-2001 ხელმძღვანელობდა მარკეტინგის მიმართულებას სხ¬ვადასხვა ორგანიზაციებში, როგორც მატერიალური ისე არამატერიალური პროდუქტის განხრით. მას დიდი წვლილი მიუძღვის პირველი კერძო საპენ¬სიო სქემის შესახებ საზოგადოების ინფორმირების და საკითხისადმი ინტერესის სტიმულირების კუთხით, ხელმძღვანელობდა რა პირველი კერძო საპენსიო სქემის დანერგვისკენ მიმართულ მარკეტინგულ კამპანიას 2001-2002 წლებში. 2004-2005 წლებში კი საპენსიო პროექტის კოორდინატორი იყო.2003-2004 წლებში ხელმძღვანელობდა მსოფლიო ბანკის ”საქართველოს სოციალური დაცვის რეფორმის პროექტის” მარკეტინგულ კომპონენტს.

 

იაგორ კალანდაძე, სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

დირექტორთა საბჭოს წევრი

იაგორ კალანდაძე საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“  დირექტორთა საბჭოს  2011 წელს შეუერთდა.იგი იყო ვიცე-რექტორი,  ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  და ბიომედიცინის პროფესორი დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (სდასუ).იაგორ კალანდაძე ფლობს სოციალური მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს ბიოფიზიკაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს ( ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი).ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან იაგორ კალანდაძის სამეცნიერო მუშაობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში. იგი არის 40-მდე პუბლიკაციის ავტორი, რომელთაგან 15 ” მაღალი იმპაქტ-ფაქტორის საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალია. მისი პუბლიკაციების ციტირების ინდექსი კი 28. გარდა, მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ზოგად მენეჯმენტში. მისი პროფესიული კარიერა 1986, ფიზიკის ინსტიტუტში დაიწყო მკვლევარის რანგში.მოგვიანებით, 1990 წელს, იაგორ დაწინაურებულ იქნა უფროსი მკვლევარის თანამდებობაზე იმავე ინსტიტუტში, სადაც მან ექვსი წელი იმუშავა. 20 წლის მანძილზე, იგი უძღვებოდა სხვადასხვა მიმართულებებს აკადემიურ დაწესებულებებში, ბიზნესსა და სახელმწიფო სექტორში. იგი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრში, საქართველოს პარლამენტში, ჯანდაცვის სამინისტროში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში და ა.შ.იგი არის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს (CCM) წევრი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მწვანე შუქის კომიტეტის წევრი და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი. 1999 წელს იაგორ კალანდაძემ მოიპოვა საქართველოს პრეზიდენტის  სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერთათვის. 2010 წლიდან იგი არის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა საერთაშორისო გაერთიანების წევრი.