ანა ჟულინა ფონდის პროექტის კოორდინატორია. იგი პროფესიით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტია და აქვს ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრის ხარისხი. ანას აქვს პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება. გარდა ამისა, უმუშავია ჯანდაცვის სხვადასხვა სფეროში, რაც მას აძლევს საშუალებას გლობალურად მიუდგეს საკითხის გადაჭრას. ამჟამად ანა ჩართულია ფონდის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში.