თანამშრომლობა ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნისთვის საქართველოში – CoReform პროექტი, 2004-2009
2004 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის „თანამშრომლობა ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნისთვის საქართველოში“ განხორციელება. პროექტი დასრულდა 2009 წლის სექტემბერში. პროექტის ფარგლებში საქრთველოს მთავრობას გაეწია ტექნიკური დახმარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის და გამჭირვალობის გაუმჯობესების მიზნით. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობის დახმარებას ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის, რეპროდუქციული ჯანდაცვის, ოჯახის დაგეგმვის და ეროვნულ დონეზე ჯანდაცვის დაწესებულებების გაუმჯობესებაში შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ორგანიზაცია Abt Associates-თან, „ქეა ინტერნეიშენალთან“, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ჯგუფთან (EMG) და საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“ თანამშრომლობით.
პროექტი შემდეგი ძირითადი კომპონენტებისგან შედგება:
ჯანდაცვის დაფინანსება და პოლიტიკის შემუშავება;
ეროვნული ჯანმრთელობის ანგარიშები;
ორგანიზაციული განვითარება და დონორების ჰარმონიზაცია.
პროექტის კომპონენტი “ეროვნული ჯანმრთელობის ანგარიშები“ განხორციელდა საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და შემდეგ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობით: საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი, ეკონომიკის სამინისტრო, სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის საბჭო, სადაზღვევო ასოციაცია, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (SUSIF), ფინანსთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ცენტრი და ეროვნული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა ინსტიტუტი. პროექტის მთავარი მიზანი იყო ეროვნული ჯანმრთელობის ანგარიშების კომპონენტის განხორციელება, როგორც პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტის ინსტიტუციონალიზაცია და ზოგადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმებთან მისი ინტეგრაცია. პროექტი განხორციელდა 2004 წლის სექტემბრიდან 2007 წლის სექტემბრამდე.
პროექტის კომპონენტი „ოჯახის დაგეგმვა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა“ განხორციელდა „ქეა ინტერნეიშენალის მიერ. ორგანიზაცია მოცემულ კომპონენტს საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“ ერთად ანხორციელებდა. „რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ოჯახის დაგეგმვის“ კომპონენტის მთავარი მიზანი იყო კანონმდებლობის, მარეგულირებელი ნორმების და პოლიტიკის გაუმჯობესება ხარისხიანი რეპროდუქციულ ჯანდაცვის მომსახურებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. რეპროდუქციული ჯანდაცვის და ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკის საკითხზე მომუშავე გუნდის სტრატეგია მიზნად ისახავდა ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის დახმარების საშუალებით შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მუშაობისთვის ხელშეწყობას. ჯგუფის ქმედებები რეპროდუქციულ ჯანდაცვის და ოჯახის დაგეგმვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ იყო მიმართული. კერძოდ სამუშაო ჯგუფი მუშაობდა შემდეგ საკითხებზე: რეპროდუქციულ ჯანდაცვასა და ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაციის და მომსახურების უზრუნვლყოფის მარეგულირებელი ნორმების საფუძვლიანი განხილვა და ანალიზი; ხარისხიანი რეპროდუქციული ჯანდაცვის მომსახურების მიწოდებაზე და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ეროვნული პოლიტიკა, ეროვნული რეპროდუქციული ჯანდაცვის პოლიტიკის გააქტიურების სტრატეგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის პოლიტიკის ხელშემწყობი კანონმდებლობის შემუშავება იმისათვის, რომ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და მთავრობას ჰქონდეთ პოლიტკის განხორციელების საკანონმდებლო პლატფორმა. პროექტის მეორე კომპონენტი 2004 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის სექტემბრამდე განხორციელდა.
ორგანიზაციული განვითარება და დონორების ჰარმონიზაცია. პროექტის კომპონენტის მიზანია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს უკეთესად ფუნქციონირების უზრუნველყოფა ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების მუშაობის გაუმჯობესების გზით და პოლიტიკის დაგეგმვის, პროექტის შემუშავების და განხორციელების პროცესების ერთამანეთთან დაკავშირება. „2004 წლის შემდგომ CoReform-ის გუნდი მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანოებს შემდეგ საკითხებში: ძირითადი ფუნქციების განსაზღვრა, შემადგენელი სტრუქტურების ფუნქციების და მოვალეობების მკაფიოდ განსაზღვრა; უფრო გამჭირვალე და გამართული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება, დონორების ქმედებების ჰარმონიზაციის და კოორდინირების გადაქცევა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ყოველდღიურ ფუნქციად, სამინისტროს თანამშრომლების დახმარება ახალი ფუნქციების და მოვალეობების ეფექტიანად განხორციელებაში. არჩევითი პერიოდის განმავლობაში (2006 წლის ოქტომბერი – 2009 წლის სექტემბერი) მოცემულ კომპონენტს ძირითადად ახორციელებდა საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ Abt Associates-თან მჭიდრო თანამშრომლობით. ეს უკანასკნელი პროექტის საბაზისო პერიოდში (2004 წლის ოქტომბერი – 2006 წლის სექტემბერი) განსაზღვრულ მოვალეობებს ასრულებდა. კომპონენტის მთავარი სტრატეგიებია: შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დახმარების სამინისტროს სისტემის რეორგანიზაცია, მუშაობის გაუმჯობესება, პოლიტიკის ციკლის მართვა და შესაძლებლობების გაზრდა.